სულეიმან II – “ეპიზოდი”
ოსმალეთის იმპერიის სულთანი – სულეიმან II (1642-1691 წლები),რომელიც თავისი არმიით ბელგრადის ასაღებად მიემართებოდა (აიღო 1688 წელს),ღამის გასათევად ერთ-ერთ ოსმალურ სოფელში შეჩერდა.მეორე დილით,მოულოდნელად,სულთნის კარავთან ჩოჩქოლი შეიქნა. (ავტორი გენია.ჯი) სულეიმანი ხმაურზე კარვიდან გამოვიდა და დაინახა ადგილობრივი გლეხის ქალი,რომელიც მასთან შეხვედრას ითხოვდა,თუმცა მცველები ამის ნებას არ რთავდნენ.სულეიმანმა მცველები დაითხოვა და ქალს შეხვედრის მოტივის ახსნა მოსთხოვა:
- ჩემო მბრძანებელო,ღამით,როდესაც მეძინა,თქვენმა ჯარისკაცებმა,ჩემი ბოსლიდან საქონელი მოიპარეს.ახლა კი მის დაბრუნებას თქვენგან მოვითხოვ, – შესჩივლა ქალმა სულთანს.
სულეიმანს ქალის ნათქვამმა ღიმილი მოჰგვარა და მას ირონიულად ჰკითხა:
- ისე ღრმად როგორ გეძინათ,რომ ბოსლიდან საქონლის მოპარვა ვერ გაიგეთ?
- დიახ,სულთანო,ღრმად ჩამეძინა.თუმცა გაითვალისწინეთ,რომ მე უბრალო,გლეხის ქალი ვარ და ღრმად ძილი მეპატიება.თქვენ კი,ამოდენა იმპერიის მბრძანებელს ისე ღრმად არ უნდა ჩაგძინებოდათ,რომ თქვენივე ქვეშევრდომებს სულთნის ძილით ესარგებლათ და უბრალო გლეხისათვის საქონელი მოეპარათ.თუკი ასეთ ღრმა ძილს მიეცემით,მბრძანებელო,ვერც საკუთარი თანამემამულეების უსაფრთხოებას დაიცავთ და ვერც მათ სიმშვიდეს.
გლეხი ქალის თამამმა და გონიერმა პასუხმა – სულეიმან II ერთობ მოხიბლა და დააფიქრა.ფიქრიდან გამორკვეულმა კი ბრძანება გასცა,მისთვის მთელი ნახირი გადაეცათ. (ავტორი გენია.ჯი)