ვასილი პეროვი – “სამეული”
“სამეული” – წარმოადგენს გამოჩენილი რუსი მხატვრისა და პერედვიჟნიკების ამხანაგობის (რუსი მხატვრების შემოქმედებითი გაერთიანება,რომელიც შეიქმნა 1870 წელს პეტერბურგში) ერთ-ერთი ფუძემდებლის – ვასილი პეროვის (1833-1882 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ ემოციურად დატვირთული ჟანრის მქონე დიდებულ სურათს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ტილოზე მუშაობა ფერმწერმა 1866 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა.სურათის სიმაღლე 123,5 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 167,5 სანტიმეტრი.დიდი ხნის მანძილზე,პეროვის შემოქმედება სოციალური თემატიკით იყო გაჯერებული.იგი თავის ტილოებზე ასახავდა გლეხი ხალხის ყოველდღიურ დუხჭირ ყოფა-ცხოვრებას,სადაც ძირითად ფუნქციებს ბავშვები ასრულებდნენ.მხატვარი სანამ “სამეულს” შექმნიდა,მანამ დახატული ჰქონდა ამავე სიუჟეტის მქონე რამდენიმე სურათებიც.მაგალითად – “ობოლი ბავშვები”,”მიცვალებულის გაცილება” და სხვა. (ავტორი გენია.ჯი)
“სამეულის” სიუჟეტზე ასახულია ზამთრის საშინელ ყინვაში,ქუჩაში მიმავალი სამი გადაღლილი ბავშვი.ისინი დიდი გაჭირვებით მიათრევენ ციგაზე დამონტაჟებულ წყლით სავსე,ყინულის ლილუებით შემოსილ კასრს,რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს იმას,თუ რაოდენ რთულ კლიმატურ პირობებში უწევთ პატარებს შრომა.ციგის უკანა მხარეს მოჩანს მამაკაცი,რომელიც ცდილობს ბავშვებს კასრის გადატანაში დაეხმაროს.სურათის მარცხენა ნაწილში კი ჩანს ძაღლი,რომელიც მათ მიაცილებს.
მეტად საინტერესოა ტილოზე გამოსახული ბავშვების მოდელების ძიების პროცესი.თუკი პეროვმა მარცხენა და მარჯვენა მხარეებზე გამოსახული ბავშვების მოდელებს მალე მიაკვლია,შუაში გამოკვეთილი მთავარი ფიგურის მოძიებისათვის მას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.მიუხედავად ამისა,ფერმწერმა სურათის დახატვა მაინც დაიწყო და ის ადგილი,სადაც შედარებით უფროსი ასაკის მქონე მოზარდი უნდა გამოესახა – ცარიელი დატოვა.მისდა საბედნიეროდ,ქუჩაში მიმავალმა პეროვმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ერთი გლეხის ბიჭუნა,რომელიც მისი აზრით ყველაზე კარგ კომპოზიციურ ელფერს მისცემდა “სამეულს”.ვასილიმ მოზარდის დახატვის უფლება მოზარდისვე დედისაგან აიღო.მუშაობის პროცესში,მხატვარმა მისი სახელიც (ვასი) დაადგინა და ისიც გაიგო,რომ ის იმ გაუბედურებული ქვრივი დედის უკანასკნელი იმედი იყო,რომელმაც სულ რამდენიმე ხნის წინ მიაბარა მიწას ქმარ-შვილი.სურათის დახატვიდან უახლოეს პერიოდში,”სამეული” შეისყიდა საყოველთაოდ ცნობილმა რუსმა კოლექციონერმა და მეწარმემ – პავლე ტრეტიაკოვმა.მიუხედავად ტილოს გაყიდვისა,გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი კვლავაც პეროვის გალერეაში ინახებოდა.
ერთ დღეს,ვასილისთან შავად მოსილი ქალი მივიდა,რომელშიც მან ძლივს ამოიცნო ვასის დედა.ქალმა მხატვარს შეატყობინა,რომ მისი ვაჟი (ვასი) გასულ წელს ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.როგორც პეროვისათვის ცნობილი გახდა,გაუბედურებულ ქალს მთელი თავისი ქონება გაეყიდა და ახლა მისგან იმ სურათის ყიდვას ითხოვდა,რომელზეც მისი ვაჟიშვილი იყო ასახული.ქალის ტრაგიზმით სულშეძრულმა მხატვარმა,მას მოწიწებით მოახსენა,რომ ტილო უკვე გაყიდული იყო,თუმცა შეუძღვა იმ სალონში,სადაც სურათი იყო დაცული.სურათის ხილვამ შვილმკვდარი დედა მუხლებზე დასცა და ლოცვა აღავლენინა.მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება,რომ აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე ხანში,თანაგრძნობით აღვსილმა ვასილიმ დახატა ვასის პორტრეტი და იგი დედამისს სრულიად უსასყიდლოდ უსახსოვრა.
დღესდრეობით,ვასილი პეროვის გენიალური ქმნილება – “სამეული”,დაცულია მოსკოვში მდებარე ტრეტიაკოვის გალერეაში. (ავტორი გენია.ჯი)