თომა აკვინელი – “ეპიზოდი”
კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი იტალიელი თეოლოგი,ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი - თომა აკვინელი (1225-1274 წლები),გარკვეული პერიოდის მანძილზე პარიზის სიახლოვეს მდებარე დომინიკელთა მონასტერში ცხოვრობდა.ჯერ კიდევ ახალბედა აკვინელი ძირითად დროს,თავის კელიაში,ლოცვებსა და მდუმარებაში ატარებდა. (ავტორი გენია.ჯი) ის ბერმონაზვნები,რომლებიც მონასტერში ხანგრძლი პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდნენ,ახალბედა ბერმონაზვნების მიმართ სხვადასხვა სახის ხუმრობებს მიმართავდნენ.ერთ დღეს,მათ გადაწყვიტეს,სხვათა მსგავსად,აკვინელსაც გახუმრებოდნენ.ისინი თომასთან მივიდნენ და უთხრეს,რომ ცაზე მფრინავი ძროხა გამოჩნდა.თომა ისეთი სახით გამოვიდა კელიიდან,თითქოს მართლაც მფრინავი ძროხის ხილვა სურდა.დომინიკელი ბერმონაზვნების საძმოს წევრებმა მიიჩნიეს,რომ მონასტერში ახლადმოსული თომა ერთობ მიამიტი იყო და იგი დაცინვის ობიექტად აქციეს.
- ძალიან კარგად ვიცოდი,რომ მფრინავი ძროხის ცაზე ხილვა მეტად უცნაური მოვლენა იყო.თუმცა კიდევ უფრო უცნაურ მოვლენად მეჩვენა ის,რომ საკუთარი თვალით ვიხილე მთელი ბრბო ბერმონაზვნებისა,რომლებიც ესოდენ მტკნარ სიცრუეს ამბობენ, – ერთმნიშვნელოვნად მიუგო აკვინელმა ბერმონაზვნებს და კვლავ თავის კელიას მიაშურა. (ავტორი გენია.ჯი)