ბერნაბო ვისკონტი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს,მილანის მმართველთან – ბერნაბო ვისკონტისთან (1323-1385 წლები) სტუმრად მისული სულიერი მოძღვარი,მისთვის უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ,როდესაც ბერნაბოს კაბინეტის კარი შეაღო,იხილა ულამაზესი გარეგნობის მქონე ქალი,რომელსაც ვნებით ეხვეოდა და კოცნიდა მისი სულიერი შვილი.ის იყო იგი უკანვე უნდა გაბრუნებულიყო,რომ მოულოდნელი სტუმრობით გაღიზიანებულმა და დაბნეულმა მილანის მმართველმა,საკუთარ მოძღვარს მიაძახა:
- თქვენ თავად როგორ მოიქცეოდით,მოძღვარო,იმ შემთხვევაში,ბედს,რომ ასეთი მშვენიერი ქმნილებისათვის ერთი-ერთში შეეხვედრებინეთ?
- მე მხოლოდ ის ვიცი,რა არ შეიძლება მოვიმოქმედო ამ შემთხვევაში,თუმცა,რას მოვიმოქმედებდი,ეს კი ნამდვილად არ ვიცი, – უპასუხა ვისკონტის მოძღვარმა და მოწიწებით მიხურა კარი. (ავტორი გენია.ჯი)