დანტე ალიგიერი – “ეპიზოდი”
1302 წელს,მშობლიური ფლორენციიდან განდევნილი გენიალური იტალიელი პოეტი და მწერალი – დანტე ალიგიერი (1265-1321 წლები),იძულებული გახდა თავი ვერონისათვის შეეფარებინა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ უკვდავი პოემის “ღვთაებრივი კომედიის” ავტორს ადგილობრივი მმართველი იმაზე ბევრად ნაკლებ ყურადღებას აქცევდა,ვიდრე საკუთარ მასხარას. (ავტორი გენია.ჯი) ეს ფაქტი მხედველობიდან არავისთვის გამოპარვია.ერთ-ერთმა ვერონელმა დიდებულმა,რომელიც შესანიშნავად ათვითცნობიერებდა დანტეს გენიალურობას,მასთან დიალოგისას თავისი უკმაყოფილება ვერ დაფარა ვერონის მმართველისადმი.თუმცა,დანტემ გულშემატკივარი დაამშვიდა და შემდეგი სიტყვებით მიმართა:
- მეგობარო,ეს ხომ სრულიად ბუნებრივი მოვლენაა – ყოველ ადამიანს უყვარს ისეთივე ადამიანი,როგორიც თავად არის და ყოველი ადამიანი ისეთივე ადამიანისაკენ მიისწრაფვის,როგორიც თავად არის. (ავტორი გენია.ჯი)