ადრიანე VI – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც აღესრულა ხელოვნებისა და მეცნიერების დიდად მოყვარული რომის პაპი – ლეო X,რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა გერმანული წარმომავლობის მქონე – ადრიანე VI (1459-1523 წლები).მას,წინამორბედისაგან განსხვავებით ერთობ სძულდა ხელოვნება,მეცნიერება და პოეზია,რამაც განაპირობა კიდეც ადრიანეს პაპობის პერიოდში რომში ყოველივე იმის ჩაკვლა,რასაც ესოდენ ეთაყვანებოდნენ რომაელები საუკუნეების განმავლობაში. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა მოვლენამ,თავის მხრივ,”მარადიული ქალაქის” მკვიდრები სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა. 1523 წელს ადრიანე ავად გახდა.მიუხედავად სამედიცინო ჩარევისა,მისმა პირადმა ექიმმა – ჯოვანი ანტრაჩინომ,რომის პაპს სიცოცხლე მაინც ვერ შეუნარჩუნა. 1523 წლის 14 სექტემბერს “უცხოტომელი” რომის პაპი – ადრიანე VI გარდაიცვალა.აღნიშნულმა ფაქტმა იმდენად აღაფრთოვანა რომაელები,რომ ისინი ადრიანეს პირადი ექიმის სახლისაკენ დაიძრნენ და ჯოვანის სახლი უამრავი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.ერთ-ერთ გვირგვინს კი შემდეგი სახის წარწერა ამშვენებდა: “რომის სენატისაგან და რომაელი ხალხისაგან – მამულის განმათავისუფლებელს”. (ავტორი გენია.ჯი)