უილიამ შექსპირი – “სონეტი CXI”

ჩემი კი არა,ბედისწერის ბრალია მხოლოდ,

ამ ცხოვრებაში სამარცხვინო რაც კი მქონია,

ვეღარ გავუგე წუთისოფელს თავი და ბოლო,

და მათხოვრობაც სათაკილო აღარ მგონია.

* * *

რადგან ვით მღებავს საღებავი,ხელზე წასმული,

ლაქად მაცხია სამარცხვინო ნამოღვაწარი,

გთხოვ,შემიცოდო შერისხული და დაღდასმული,

აღმადგენინო დანგრეული სულის ტაძარი.

* * *

მეც დაგიმტკიცებ ავადმყოფის მოწადინებას,

ვფიცავ,სიმწარე წამლებისა არ შემაშინებს,

შხამსაც მივიღებ,შენმა ნებამ თუკი ინება,

ოღონდ სენისგან განიკურნოს სული მაშინვე.

* * *

არა,არ გინდა,წამალს არ გთხოვ ძვირფას მეგობარს,

შემიბრალე და მკურნალობად ესეც მეყოფა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>