ლუი VI სქელი – “ეპიზოდი”
როგორც ისტორიული დოკუმენტები მოწმობენ,საფრანგეთის მეფე კაპეტინგების დინასტიიდან – ლუი VI სქელი (1081-1137 წლები),პირადად იღებდა მონაწილეობას მრავალ სისხლიან ბრძოლებში.(ავტორი გენია.ჯი) იგი სხვა უამრავ მტერთან ერთად,ბრძოლას აწარმოებდა ინგლისის მეფე – ჰენრი I ბოკლერკთანაც.ინგლისის არმიასთან ერთ-ერთი შეტაკების დროს,ლუი VI სქელის ცხენი აღვირით დაიჭირა მტრის ჯარისკაცმა და თავისიანების გასაგონად მთელი ხმით დაიწყო ყვირილი: “მეფე ავიყვანე ტყვედ! მეფე ავიყვანე ტყვედ!” – “ნუთუ არ იცი უგუნურო,რომ საჭადრაკო დაფაზე მეფეს ტყვედ ვერავინ იყვანს?” – თავადაც მთელი ხმით შესძახა ლუიმ და მტრის ჯარისკაცი თავისი ხმლით შუაზე გაჰკვეთა. (ავტორი გენია.ჯი)