ალფონსო VI მამაცი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს,კასტილიისა და ლეონის გაერთიანებული სამეფოს მეფეს – ალფონსო VI მამაცს (1043-1109 წლები),სასახლის კარზე მომსახურე ქვეშევრდომების სრული სია მიართვეს.მათი რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო და ვარაუდობდნენ,რომ ზოგიერთ მათგანს მეფე სამსახურიდან დაითხოვდა.ნუსხაში შეყვანილი ადამიანები ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი: “საჭირო ადამიანები და არასაჭირო (ზედმეტი) ადამიანები”.მას შემდეგ,რაც ალფონსო სიას გაეცნო,ბრძანა,რომ სამეფო სასახლის კარზე მომსახურე თითოეულ ქვეშევრდომს კვლავაც ძველებურად გაეგრძელებინა მასზე დაკისრებული მოვალეობის აღსრულება.ალფონსოს ბრძაბებით გაკვირვებულმა დიდებულებმა,მეფეს ასეთი გადაწყვეტილების განმარტება თხოვეს,რაზეც მისგან მეტად ლაკონური პასუხი მიიღეს: “სიაში შეყვანილი ქვეშევრდომთა ნაწილი მე მჭირდება,ნაწილსაც მე ვჭირდებიო”. (ავტორი გენია.ჯი)