იულიანე განდგომილი – “ეპიზოდი”
361 წელს რომის იმპერიის საიმპერატორო ტახტზე ავიდა – ფლავიუს კლავდიუს იულიანე განდგომილი (331-363 წლები).როგორც მრავალი ისტორიული დოკუმენტი მოწმობს,იულიანე მეტად მოკრძალებული ცხოვრების წესით გამოირჩეოდა და ერთობ სძულდა ფუფუნების მანიშნებელი ნებისმიერი ნივთი. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ იმპერატორად კურთხევისთანავე,რომის ახალმა იმპერატორმა ქვეშევრდომებს საიმპერატორო სასახლიდან ფუფუნების მაუწყებელი ყველა ნივთი გაატანინა.ერთ დღეს,იულიანემ თავისთან დალაქს უხმო.მისდა მოულოდნელად,იმპერატორის წინაშე გამოცხადდა მდიდრული ტანისამოსით მოსილი და ძვირფასი სამკაულებით შემკული დალაქი.ფუფუნებისადმი მწყრალად მყოფი იმპერატორი ნანახმა აღაშფოთა და დალაქი სასახლიდან შემდეგი სიტყვებით გააძევა: “მე მჭირდებოდა დალაქი და არა რომის სენატორი”. (ავტორი გენია.ჯი)