მაქსიმილიან დე ბეტიუნ სიული – “ეპიზოდი”
საფრანგეთის მეფე – ანრი IV დე ბურბონი უდიდეს პატივს მიაგებდა შესანიშნავი პოლიტიკური და ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებულ – მაქსიმილიან დე ბეტიუნ სიულის (1560-1641 წლები).მეფემ მას ჯერ ბარონის,ხოლო შემდგომ ჰერცოგის ტიტულიც უბოძა.გარდა ამისა,ანრის მეფობის ჟამს დაინიშნა საფრანგეთის მთავრობის მეთაურად.სიულიმ,რომელიც თავის მხრივ ასევე განსაკუთრებულ პატივს სცემდა ანრის,მისი მკვლელობის შემდეგ კიდევ ოცდაათი წელიწადი იცოცხლა.საფრანგეთის სამეფო ტახტი 1610 წელს დაიკავა ანრის ვაჟმა ლუი XIII სამართლიანმა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მრავალი ინტრიგებისა (განსაკუთრებით – მარია მედიჩის მხრიდან),რამდენიმე ხნის განმავლობაში მაქსიმილიანი კვლავაც სახელმწიფო მეთაურის პოსტზე რჩებოდა.ამას ხელი შეუწყო იმანაც,რომ ლუი მამის მსგავსად აფასებდა სიულის შესაძლებლობებს და მნიშვნელოვან რჩევებსაც იღებდა მისგან.თუმცა ფაქტია,რომ ანრის მკვლელობის შემდეგ იგი იშვიათად ჩნდებოდა ხოლმე სამეფო კარზე.საყურადღებოა ის გარემოება,რომ მაქსიმილიანი ტრადიციონალური ხედვებით გამოირჩეოდა,რაც მის ტანისამოსზეც კარგად აისახებოდა.საფრანგეთში მოდის განვითარების მიუხედავად,ის კვლავაც მოძველებულ ტანისამოსს ანიჭებდა უპირატესობას და როგორი დონის მიღებაზეც არ უნდა წასულიყო,მუდმივად ძველი ფრაკით იმოსებოდა.ერთ დღეს,ლუი XIII-მ,რიგი სახელმწიფოებრივი საქმეების განსახილველად,სიული სასახლეში მიიწვია.მეფის გარემოცვაში მყოფმა ახალგაზრდა ფრანგმა დიდებულებმა,რომლებიც იმ პერიოდისათვის უკანასკნელ მოდაზე იყვნენ შემოსილი,სიულის,თავისი ძველმანი ტანისამოსის გამო უცერემონიოდ დასცინეს და მასხრად აიგდეს.აღნიშნულმა ფაქტმა,მაქსიმილიანის დიდი გულისწყრომა გამოიწვია და ლუის,დამსწრეთა გასაგონად მიმართა: “თქვენო უდიდებულესობავ,როდესაც სულგანათლებული მამათქვენი პატივს დამდებდა და სერიოზული საკითხების განსასჯელად მიმიწვევდა,იგი თავისი ოთახიდან მუდმივად აძევებდა მასხარებსა და მოდას აყოლილ უსაქმურ ადამიანებს”.მაქსიმილიანის სიტყვებმა ლუი ერთობ უხერხულ სიტუაციაში ჩააყენა,რის გამოც ბრძანა,რომ ყველა დამსწრეს (სიულის გარდა) დაუყონებლივ დაეტოვებინა კაბინეტი. (ავტორი გენია.ჯი)