ფრანსუა დე მალერბი – “ეპიზოდი”
“უბრალო მგზავრი არასოდეს არ უნდა ჩაერიოს გემის მართვის საქმეში”, – წერდა პოლიტიკისადმი გულგრილად განწყობილი დიდი ფრანგი პოეტი – ფრანსუა დე მალერბი (1555-1628 წლები) და არც არასოდეს ჩარეულა პოლიტიკურ ცხოვრებაში.სამაგიეროდ აქტიურად იყო დაკავებული პოეტური ნაწარმოებების შექმნით და აქტიურადვე ერეოდა პოეზიის სამყაროში მიმდინარე მოვლენებში. (ავტორი გენია.ჯი)
მალერბის თავისი ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე მოსამსახურე ჰყავდა.მათ შორის ერთი მათგანი ძალიან ურჩი იყო.მიუხედავად ამისა,ფრანგმა პოეტმა მას ყოველკვირეულ ჯამაგირად ექვსი სუ დაუნიშნა,რაც იმ პერიოდისათვის არც თუ ისე ცუდი გასამრჯელო იყო.მოსამსახურის რამდენიმე უცერემონიო გამოხდომამ ფრანსუა აიძულა ისეთი გეგმა შეემუშავებინა,რომელიც მის ურჩ ქმედებებს მოთოკავდა.ერთ დღეს,განაწყენებულმა მალერბიმ თავის მოსამსახურეს მიმართა: “ის,ვინც თავის ბატონს აწყენებს,ანაწყენებს უფალს; იმისათვის,რომ ცოდვა გამოისყიდოთ,აუცილებელია მოწყალების გაცემა ღატაკთათვის.სწორედ ამიტომ,თქვენი ყოველკვირეული ჯამაგირიდან (ექვსი სუ),ხუთს თქვენივე სახელით ღატაკებს გადავცემ მოწყალების სახით”, – წარმოთქვა თუ არა ფრანსუა ეს სიტყვები,ქუჩაში გავიდა და თავისი მოსამსახურისათვის განკუთვნილი ხელფასის დიდი ნაწილი პირველივე მოწყალების მთხოვნელს გადასცა.ასეთი უჩვეულო მეთოდი გონიერმა პოეტმა რამდენჯერმე გამოიყენა,რამაც მოსამსახურე იძულებული გახადა მალერბისადმი ურჩობას საბოლოოდ შეშვებოდა. (ავტორი გენია.ჯი)