ანრი IV დე ბურბონი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,საფრანგეთისა და ნავარის მეფე – ანრი IV დე ბურბონი (1553-1610 წლები),სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ გულგრილი არასოდეს ყოფილა და მრავალი სხვადასხვა ისტორიაც არის ამასთან დაკავშირებით აღწერილი ისტორიულ წყაროებში.

გარკვეული პერიოდის მანძილზე,ანრი IV დე ბურბონი დიდად გახლდათ მოხიბლული ერთ-ერთი ფრანგი დიდებულის ულამაზესი ქალიშვილით.ქალიშვილის დაუფლების რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ,ვნებამორეულმა მეფემ გოგონას მიმართა:

- ბოლოს და ბოლოს მითხარით,რა გზით არის შესაძლებელი თქვენს საძინებელში მოხვედრა?

- ეკლესიის გზის გავლით,თქვენო უდიდებულესობავ! – მახვილგონივრულად უპასუხა ანრის გონიერმა გოგონამ. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>