მორის ფოცხიშვილი – “ჩემი სიყვარული”

ჩემი სიყვარული მდინარე არ არის,

რომ გადასცურო და გახვიდე გაღმა,

ჩემი სიყვარული ზღაპარი არ არის,

შენ რომ დაასრულო ახლა.

* * *

ჩემი სიყვარული ჭრილობა არ არის,

ნემსით და ძაფით არ გაიკერება,

ჩემი სიყვარული კანონი არ არის,

ბრძანებით არ დაიწერება.

* * *

ქრება და ინთება,ვით სიყრმის ღადარი,

ბჟუტავს და იბრწყინებს უდავოდ,

არც ვერცხლის მონეტა არ არის,

გროშებად რომ დაახურდაო.

* * *

არც საიდუმლოა,არც დანაშაული,

არც მიმქრალ ვნებათა მხილება,

ორკესტრი არ არის ჩემი სიყვარული,

დირიჟორს არ ემორჩილება…

* * *

არც რას ეკრძალება,არც არვის ზღუდავს,

მარტო ყოფილა და შენსკენ უვლია…

ჩემი სიყვარული არავის უნდა,

რადგან ის შენი სიყვარულია!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>