კარდინალი რიშელიეს რჩევა ჰერცოგ დე გიზს…

ახალგაზრდა ფრანგი ჰერცოგი დე გიზი,იმდენად იყო შეყვარებული გონზაგას ულამაზეს პრინცესაზე და ისე იყო მოწადინებული იგი ცოლად შეერთო,რომ მზად გახლდათ უყოყმანოდ ეთქვა უარი თავის უფლებამოვალეობის აღსრულებასა და უზარმაზარი შემოსავლების მიღებაზე. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა ინფორმაციამ იმ პერიოდის საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწის – არმან ჟან დიუ პლესი რიშელიეს (1585-1642 წლები) ყურამდეც მიაღწია,რის შემდეგაც მან აუდიენციისათვის ახალგაზრდა დე გიზი თავისთან მიიწვია და შემდეგი სახის რჩევა მისცა;

“კარგად დაფიქრდით,რას აკეთებთ.თქვენ ამჟამად ყოველწლიური შემოსავლის სახით 400 000 ლივრს იღებთ,თუმცა აპირებთ უარი თქვათ ამოდენა შემოსავალზე მსოლოდ და მხოლოდ ერთი ქალის გამო! სხვა თქვენს ადგილზე პირიქით მოიქცეოდა და ასეთი გიგანტური შემოსავლებისათვის 400 000 ქალზე იტყოდა უარს”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>