რაფაელ სანტის პასუხი კარდინალებს…
როგორც ცნობილია,აღორძინების ეპოქის გენიალურმა იტალიელმა მხატვარმა,გრაფიკოსმა და არქიტექტორმა - რაფაელ სანტიმ (1463-1520 წლები),იმ სურათზე (პეტრე და პავლე მოციქულები) განაგრძო მუშაობა,რომლის დახატვაც თავის დროზე რომის პაპის შეკვეთით დაიწყო დიდმა იტალიელმა ფერმწერმა და არქიტექტორმა – მიკელოცო დი ბართოლომეომ.თუმცა მან სურათის დასრულება გარდაცვალების გამო ვერ მოასწრო. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს,ორი იტალიელი კარდინალი რაფაელის სახელოსნოს ეწვია,რათა სურათზე მუშაობის პროცესი ეხილათ.სახვით ხელოვნებაში გაუთვითცნობიერებელი კარდინალები დიდი გულისყურით ადევნედნენ თვალს სანტის მუშაობას და ცდილობდნენ ნახატში რაიმე სახის ნაკლი აღმოეჩინათ.აკი “აღმოაჩინეს” კიდეც… მათ რაფაელს შენიშვნა მისცეს იმის შესახებ,რომ მოციქულების სახეები ერთობ მკვეთრი წითელი ფერით იყო გამოსახული.სანტი,რომელიც გამორჩეული იყო თავისი მახვილსიტყვიერებით,კარდინალების შენიშვნას არ დაუბნევია და მათ მეტად ორიგინალური პასუხი გასცა: “არაფერია ამაში გასაკვირი.წმინდა მოციქულები – პეტრე და პავლე,ალბათ,სირცხვილით წითლდებიან იმიერში იმის გამო,რომ მათ მიერ დაარსებულ ეკლესიას დღეს მართავენ ისეთი ადამიანები,როგორებიც თქვენა ხართ”. (ავტორი გენია.ჯი)