ბარუხ (ბენედიქტ) დე სპინოზა – “ეპიზოდი”

რესპუბლიკური იდეებით მოხიბლული დიდი ნიდერლანდელი ფილოსოფოსი,პანთეისტი და ნატურალისტი – ბარუხ (ბენედიქტ) დე სპინოზა (1632-1677 წლები),ჰააგაში ცხოვრების პერიოდში,იმ სახლის პატრონ მამაკაცს,სადაც თავად ცხოვრობდა,ხშირად ეთამაშებოდა ჭადრაკს.ერთ დღეს,სპინოზას,სახლის გაოცებულმა მესაკუთრემ ჰკითხა:

- არ მესმის,მე რატომ განვიცდი ასე ემოციურად მარცხს,მაშინ,როდესაც თქვენ ყოველი მარცხის შემდეგ სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებთ? ნუთუ ასეთი გულგრილი დამოკიდებულებით მეთამაშებით ჭადრაკს?

- როგორ გეკადრებათ,ჭადრაკი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ინტელექტუალური თამაშია და არასოდეს მითამაშია იგი გულგრილად.თუმცა აქვე მინდა გაუწყოთ,რომ მოგებისა თუ წაგების შემთხვევაში,ანუ ორივე ვარიანტში – მეფე იღებს მატს,რაც ესოდენ ახარებს და ამშვიდებს ჩემს რესპუბლიკური იდეებით გაჯერებულ გულს, – უპასუხა სპინოზამ. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>