თომას მორი – “ეპიზოდი”
1535 წლის 6 ივლისს ლონდონში სიკვდილით იქნა დასჯილი დიდი ინგლისელი ჰუმანისტი მწერალი,ფილოსოფოსი და საყოველთაოდ გახმაურებული წიგნის – “უტოპიის” ავტორი – თომას მორი (1478-1535 წლები).მანამდე კი,უკანასკნელ სასამართლო პროცესზე მორს გამოუტანეს უსასტიკესი განაჩენი,რომლის თანახმადაც მის სხეულს დაანაწევრებდნენ და ქალაქის კარიბჭეზე ჩამოკიდებდნენ,ხოლო თავს კი ლონდონის ხიდზე. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,მორთან დანა-სისხლად წაკიდებულმა ინგლისის მეფემ – ჰენრი VIII-მ,თავის პირად მტერს სასჯელი “შეუმსუბუქა” და ბრძანა მხოლოდ თავი მოეკვეთათ მისთვის.როდესაც ტაუერში მყოფ თომასს შეატყობინეს მეფემ მტანჯველი სიკვდილისგან გიხსნა და განაჩენი შეგიმსუბუქაო,გულმხურვალედ წამოიძახა: “ღმერთო! შენ დაიფარე ყველა მეფის ასეთი მოწყალებისგანო”.ეშაფოტზე ამავალმა სიკვდილმისჯილმა ჯალათს მიმართა: “დამეხმარეთ მხოლოდ ასვლაში,რადგან,ჩამოსვლაში თქვენი დახმარება უკვე აღარ დამჭირდება”.თომას მორს,თავისი სიმამაცე და ხუმრობის უნარი არც ეშაფოტზე ასულს დაუკარგავს და იმავე ჯალათს ჩუმად უჩურჩულა: “ცოცხლად მეგობარო! ნუ გეშინია შენი მოვალეობისა,კისერი მოკლე მაქვს,კარგად დაუმიზნე,რომ არ შერცხვე”. (ავტორი გენია.ჯი)