მადამ დე პომპადური – “ეპიზოდი”

საფრანგეთის მეფის ლუი XV-ს ოფიციალური ფავორიტი ქალი - ჟანა ანტუანეტა პუასონი მარკიზა დე პომპადური (1721-1764 წლები),რომელსაც უდიდესი გავლენა გააჩნდა სახელმწიფოებრივი საქმეების გადაწყვეტაში,ერთობ მრავალი მოსამსახურით იწონებდა თავს.თუმცა,მათი უმეტესობა ხელიდან არ უშვებდა შანსს იმისა,რომ უდიდესი სიმდიდრის მქონე თავიანთი მეპატრონისათვის სხვადასხვა სახის ნივთები და ფული მოეპარათ.მოსამსახურეების მიერ ჩადენილი პირადი ნივთების ქურდობა პომპადურისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა,მაგრამ მათი გაკიცხვისა და დასჯისაგან მაინც თავს იკავებდა. (ავტორი გენია.ჯი) მას დიდი ხნის მანძილზე ისე მოჰქონდა თავი,თითქოს ვერაფერს ამჩნევდა.ამით გათამამებულმა მოსამსახურეებმა ერთ წელიწადს განსაკუთრებულად იაქტიურეს და საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენეს პომპადურს.იმ პერიოდისათვის დადგენილი წესის თანახმად,ყოველი ახალი წლის დადგომასთან ერთად,მოსამსახურეებს თავიანთი მეპატრონეები გასამრჯელოსთან ერთად სხვადასხვა სახის საჩუქრებსაც აძლევდნენ.ასევე იყო პომპადურის შემთხვევაშიც. და როდესაც ყველა მოსამსახურე გასამრჯელოსა და საჩუქრების მიღების მოლოდინში მის კაბინეტში შეიკრიბნენ,თავზარი დაეცათ,რადგან პომპადურმა მათ ასეთი სიტყვით მიმართა: “წელს თქვენ განსაკუთრებით იაქტიურეთ და თითქმის სრულიად დამიცარიელეთ სალარო.ამიტომ ხელფასის აღებისაგან თავისუფლები ხართ.გარდა ამისა,საჩუქრებიდანაც თავისუფლები ხართ,რადგან დიდსულოვნად გჩუქნით ყოველივე იმას,რაც მომპარეთ.ახლა კი ყველა თქვენთაგანმა ჩაალაგეთ ბარგი და თვალით აღარ დამენახოთ.წინააღმდეგ შემთხევვაში პასუხს აგებთ სასამართლოს წინაშე”. – მოსამსახურეებმა ისე დატოვეს პომპადურის ოთახი,რომ შეპასუხება არც ერთ მათგანს არ უცდია. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>