შიშალდინი

შიშალდინი - წარმოადგენს აშშ-ის შემადგენლობაში შემავალი ალასკას შტატში მდებარე უნიმაკის კუნძულზე განთავსებულ მოქმედ ვულკანს,რომელიც თავის მხრივ არა მარტო ალეურის კუნძულების უმაღლესი წერტილია,არამედ ამავე კუნძულების ყველაზე აქტიური ვულკანიც გახლავთ. (ავტორი გენია.ჯი) შიშალდინის სიმაღლე ზღვის დონიდან 2 875 მეტრია.იგი თავისი სიდიდით ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის რიგით მესამე ვულკანია.საყურადღებოა ის გარემოება,რომ შიშალდინის ამოფრქვევა XIX – XX საუკუნეებში მრავალჯერ იქნა დაფიქსირებული.გარდა ამისა,არის ცნობები იმის შესახებაც,რომ იმავე რაიონში XVIII საუკუნეშიც შეინიშნებოდა ვულკანური აქტიურება.შიშალდინის უკანასკნელი ამოფრქვევა განხორციელდა 2004 წელს.

ორი ალპინისტი – ჯორჯ პეტერსონის ხელმძღვანელობით შიშალდინზე პირველად 1932 წელს ავიდნენ.თუმცა არსებობს ვარაუდი იმის შესახებ,რომ შიშალდინი თავდაპირველად ალეური კუნძულების მაცხოვრებლებმა დალაშქრეს.მიუხედავად ამისა,აღნიშნული ფაქტის დოკუმენტურად დადასტურება ჯერჯერობით არ განხორციელებულა.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ შიშალდინის ფერდობები 40 გრადუსით არიან დახრილნი,რაც არა მხოლოდ ალპინისტებს უადვილებს მასზე ასვლას,არამედ სამთო-მოთხილამურეებშიც დიდად პოპულარულ ადგილს წარმოადგენს (ვერტიკალური დაშვება 1830 მეტრიდან). (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>