თალეს მილეტელი – “ეპიზოდი”
დიდ ძველბერძენ ფილოსოფოსს,მათამეტიკოსსა და პირველი ძველბერძნული სამეცნიერო-ფილოსოფიური სკოლის (მილეტის სკოლის) ფუძემდებელ – თალეს მილეტელს (ძვ.წ.აღ-ით 624-546 წლები),ძალიან იტაცებდა ვარსკვლავებზე დაკვირვება,რასაც ხშირად აწარმოებდა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი) ერთ ღამეს,მილეტელი იმდენად გაერთო ვარსკვლავებზე დაკვირვების პროცესით,რომ ვერ შენიშნა მის წინ მდებარე უზარმაზარი მოცულობის მქონე ორმო,რის შედეგადაც შიგ ჩავარდა.ორმოში მოულოდნელი ჩავარდნისაგან დამფრთხალმა თალესმა უმლავე ხმამაღლა დაიწყო დახმარების მაუწყებელი ყვირილი და როდესაც მის საშველად ხალხმა მოიყარა თავი,იგი დაცინვის ობიექტად იქცა: “ისიც კი ვერ ამოუცვნია,რაც მის ფეხქვეშ არის და რა იმედი აქვს ზეცაში რაიმე ამოიცნოსო”.მიუხედავად ასეთი კაზუსისა,მოგვიანებით,სწორედ მილეტელმა იწინასწარმეტყვემა ძვ.წ.აღ-ით 585 წლის 28 მაისს მზის დაბნელება,რომელმაც თავის მხრივ დიდი დახმარება გაუწია ლიდიის მეფეს ალიატესს მიდიელები ეიძულებინა მისთვის ხელსაყრელ პირობებზე წამოსულიყვნენ.”მეცნიერების მამად” წოდებული თალესის ვარსკვლავებზე დაკვირვებასთანვეა დაკავშირებული მის მიერ ნაწინასწარმეტყველები ზეთისხილის დიდი მოსავლის აღება,რასაც თავდაპირველად მოსახლეობა უნდობლობით შეხვდა.თუმცა ფანტასტიკური მოსავლის მიღების შემდეგ დარწმუნდნენ,რომ მილეტელი ნამდვილად არ ცდებოდა. (ავტორი გენია.ჯი)