ფილოსემიტიზმი

ფილოსემიტიზმი – ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა: Phileo აღნიშნავს – “მიყვარს”,ხოლო Semit – “სხავასხვა ხალხებს”.იგი გახლავთ არაებრაელების მიერ ებრაელი ხალხის,მათი რელიგიისა და ისტორიის მიმართ გამოჩენილი სათანადო დაფასების,სიყვარულისა და დაინტერესების ცნება.შესაბამისად,ფილოსემიტად შესაძლოა მოვიხსენიოთ ისეთი არაებრაული წარმომავლობის მქონე ადამიანი,რომელიც ებრაელი ერის მეგობარი,ებრაელი ერის მოყვარული,მათი ისტორიისა და რელიგიის სათანადოდ დამფასებელია. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიაში პირველი ევროპელი,რომელიც ებრაელთა ინტერესების დამცველად მოგვევლინა,გახლდათ რომის იმპერატორის – ტიტუს ფლავიუს დომიციანეს (51-96 წლები) მრჩეველი და რომაელი სენატორი – კეტიუსი,რომელმაც არა მარტო დაიცვა ისინი,არამედ მათ დაცვას სიცოცხლეც კი შესწირა.რომის სენატში იგი ერთადერთი იყო,ვინც გაბედა და ხმამაღლა განაცხადა,რომ რომის იმპერიაში მაცხოვრებელი ებრაელების განადგურება და დევნა (რასაც ყველა რომაელმა სენატორმა დაუჭირა მხარი),იმპერიისათვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნებოდა.ამ გამოსვლის შემდეგ,კეტიუსსს ძალიან დაეძაბა ურთიერთობა სისხლისმსმელ და უბოროტესს დომიციანთან,რომელიც თავად იყო ებრაელთა განადგურების უმთავრესი ინიციატორი.მიუხედავად იმისა,რომ კეტიუსს მეგობრებმა რომიდან გაქცევა ურჩიეს,მან “მარადიული ქალაქის” დატოვებაზე სასტიკი უარი განაცხადა.მალევე,პირველ ევროპელ ფილოსემიტს იმპერატორის ბრძანებით – სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს…

ცნობისათვის,ფილოსემიტიზმის ანტონიმად განიხილება – ანტისემიტიზმი,რომელიც თავის მხრივ,ებრაელი ერის და მათი რელიგიის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას გულისხმობს (ფაშიზმის ერთ-ერთი დოქტრინა,რასაც “ჰოლოკოსტი”-ს საშინელი მოვლენა მოჰყვა). – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>