ფრაზეოლოგია „სინდისის” შესახებ…
1. „ტანჯვა – დაკითხვაა. არც ერთ მოსამართლეს არ ძალუძს დაკითხოს ადამიანი ისე მოწამეობრივად, როგორც საკუთარ სინდისს”. – ვიქტორ-მარი ჰიუგო – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „არასოდეს იმოქმედოთ საკუთარი სინდისის წინააღმდეგ, მაშინაც კი, თუ ამას თქვენგან მოითხოვს სახელმწიფოებრივი ინტერესები”. – ალბერტ აინშტაინი
* * *
3. „სინდისს ძალუძს გარდაქმნას მთელი სული და ფეხზე დააყენოს ადამიანი”. – ჯულიანა უილსონი
* * *
4. „ამქვეყნად ყველაზე საშიში ადამიანი ის არის, ვინც საკუთარი სინდისის დაბინძურებას ვერ ამჩნევს”. – ტახირა მაფი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. „სინდისის მოკვლა – შეუძლებელია. იგი თან სდევს ადამიანს ქრისტეს საშინელ სამსჯავრომდე”. – იგნატიუს საკვირველთმოქმედი
* * *
6. „ადამიანის ყველაზე დაუნდობელი მტერი – მისივე უსუფთაო სინდისია!” – რობერტ ლუის სტივენსონი
* * *
7. „სუფთა სინდისს არც სიცრუის ეშინია და არც ჭორებისა”. – ოვიდიუსი
* * *
8. „ბევრად მეტი იფიქრეთ საკუთარ სინდისზე, ვიდრე რეპუტაციაზე!” – პუბლიუს სირიუსი
* * *
9. „სუფთა სინდისი გახლავთ მუდმივი დღესასწაული”. – ლუციუს ანეუს სენეკა
* * *
10. „სინდისი შემდეგი სახისაა: იგი აწამებს არა იმას, ვისაც უნდა აწამებდეს, არამედ იმას, ვისაც იგი აქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)