სულისშემძვრელი ფაქტები უკრაინაში გამეფებული შიმშილის შესახებ…

1933 წელი საშინელი შიმშილის წელი იყო საბჭოთა კავშირისათვის,განსაკუთრებით კი საბჭოთა უკრაინისთვის.უკრაინულ ქალაქებში – ხარკოვში,კიევში,სტალინოსა და დნეპროპეტროვსკში – ასიათასობით ადამიანი ერთი პურის გამო მთელი დღის განმავლობაში რიგში იდგა.ხალხი ღამის ორი საათისთვის იკრიბებოდა მაღაზიების წინ,რომლებიც დილის შვიდ საათამდე არ იღებოდა.სიკვდილის პირას მისული გლეხები პურის რიგებში მათხოვრობდნენ.მეტის იმედი რომ არ ჰქონდათ,პურის ერთ ნამცეცს ითხოვდნენ და იშვიათად თუ მიიღებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთ ქალაქში თხუტმეტი წლის გოგონამ თხოვნა-თხოვნით როგორღაც მიაღწია რიგის სათავეს,სადაც ის მაღაზიის მეპატრონემ ცემით მოკლა…სკოლაში მიმავალი ერთი გოგონა ყოველ დილას მომაკვდავ ადამიანებს ხედავდა ქუჩაში,ხოლო უკანა გზაზე – უკვე მკვდრებს.ერთმა ახალგაზრდა კომუნისტმა გლეხმა შიმშილისაგან დაოსებულ ბავშვებს – “ცოცხალი ჩონჩხები” უწოდა.

სტალინის ხუთწლიანი გეგმა 1932 წელს დამთავრდა და მან ინდუსტრიული განვითარება სამოქალაქო ტრაგედიის ფასად მოიტანა.საბჭოთა უკრაინაში რკინიგზის მგზავრები ძალაუნებურად საშინელი უბედურების მოწმენი ხდებოდნენ.მშიერი გლეხები რელსებს მიჰყვებოდნენ,მაგრამ ხშირ შემთხვევებში ამ მგზავრობას დასასრული არ ეწერა და მათ შიმშილისა და სისუსტისაგან რელსებზევე მისდიოდათ გული.ხარციჟკში დამშეული გლეხები სადგურიდან გამოყარეს და მათ იქვე ხეებზე ჩამოიხრჩვეს თავი.ართურ კოსტლერი,რომელიც საბჭოთა კავშირში სოციალიზმის მშენებლობის დასახმარებლად იყო ჩასული,იხსენებდა: “ხარკოვის სადგურთან ერთმა გლეხმა ქალმა ეტლის ფანჯრებთან ახლოს მოიტანა ორი საშინელი შესახედაობის ახალშობილი,რომლებსაც ჯოხებივით ნეკნები და გასიებული მუცლები გამოჰბერვოდათ და სისუსტისაგან თავს ერთ ადგილას ვერ იჭერდნენ”.მისივე თქმით,უკრაინელი ბავშვები – “სპირტის ბოთლში შენახულ ემბრიონებს” წააგავდნენ.

1933 წელს ბაზრები ისევ აივსო გლეხებით,თუმცა ახლა ისინი სამათხოვროდ მოდიოდნენ და არა რამის გასაყიდად.ბაზრები,სადაც არც საქონელი დარჩენილიყო და არც მყიდველი,ნელ-ნელა სიკვდილის ადგილებად გადაიქცა.დილით მხოლოდ ძონძების ქვეშ შეყუჟული მომაკვდავი ადამიანების სუსტი სუნთქვა ისმოდა.გაზაფხულის ერთ დილას ხარკოვის ბაზარში,გარდაცვლილი გლეხების გროვასთან,ჩვილი დედის ძუძუს წოვდა,დედის ნაცრისფერ სახეს კი სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა.გამვლელებს ეს ყველაფერი უკვე ნანახი ჰქონდათ: არამარტო ქაოტურად მიმოფანტული ცხედრები,მკვდარი დედა და ცოცხალი ახალშობილი,არამედ ზუსტად ეს სცენა: პაწაწინა პირი,რძის ბოლო წვეთები და გაციებული ძუძუს თავი.უკრაინაში ამასთან დაკავშირებით გამოთქმაც კი გაჩნდა: ამ ბავშვებს “სოცილისტური გაზაფხულის კვირტებს” ეძახდნენ. (ავტორი გენია.ჯი)

უკრაინაში გამეფებულმა საშინელმა შიმშილმა მოიტანა არა აჯანყება,არამედ ამორალური დანაშაული,სიგიჟე,გულგრილობა,პარალიზება და ბოლოს – სიკვდილი.უკრაინელი ხალხის ტანჯვა-წამება ორმხრივად იყო აუტანელი: ერთი მხრივ,იმდენად საშინელი და ხანგრძლივი იყო მათი წვალება,რომ ძნელია ეს ყველაფერი სიტყვებით გადმოსცე.მეორე მხრივ,იმდენად დასუსტებული,გაღატაკებული და გაუნათლებელი იყო,რომ ფურცელზე გადატანაც კი ვერ შეძლო იმისა,თუ რისი გაძლება უხდებოდა.თუმცა გადარჩენილებს ყველაფერი ახსოვდათ.ერთ-ერთი გადარჩენილი იხსენებდა,რომ გლეხებს რაც არ უნდა გაეკეთებინათ,ისინი “იხოცებოდნენ,იხოცებოდნენ და იხოცებოდნენ”.სიკვდილი კი ნელი,შეურაცმხყოფელი,მასობრივი და საერთო იყო.როდესაც ადამიანი შიმშილით კვდება,თითქმის შეუძლებელია,რომ ის ღირსეულად მოკვდეს.პეტრო ველდიმ განსაკუთრებული მამაცობა გამოიჩინა, – სიკვდილის პირას მისულმა,წვალებით,საკუთარი ფეხით გაიარა თავისი სოფელი.როდესაც მას ჰკითხეს,თუ სად მიდიოდა,გაირკვა რომ ის სასაფლაოზე მიდიოდა საკუთარი თავის დასამარხად.მას არ უნდოდა,უცხოებს ეთრიათ მისი ცხედარი ორმომდე და მერე შიგ ჩაეგდოთ.მას წინასწარ ამოეთხარა თავისი საფლავი,თუმცა იქ მისულს,უკვე ვიღაც სხვა დახვდა შიგ ჩაწოლილი.პეტრო ველდიმ მეორე საფლავი ამოთხარა,შიგ ჩაწვა და სიკვდილს დაელოდა.

1920-იანი წლების ბოლოსა და 1930-იანი წლების დასაწყისში უკრაინაში დაბადებულ ბავშვებს სიკვდილის სამყაროში უწევდათ ცხოვრება,უმწეო მშობლებისა და მტრულად განწყობილი მთავრობის ხელში. 1933 წელს დაბადებული ბიჭის მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა შვიდი წელი იყო.თუმცა ასეთ უმძიმეს პირობებშიც კი შერჩენოდა ზოგიერთ პატარა ბავშვს ოპტიმიზმი.ჰანა სობოლევსკას,რომელსაც მამა და ხუთი და-ძმა დაეხოცა შიმშილით,კარგად ახსოვდა მისი უმცროსი ძმის მტკივნეული იმედი.ის ყოველთვის პოულობდა სიცოცხლის ნიშნებს,მაშინაც კი,როდესაც მუცელი გაუსივდა შიმშილისაგან.ერთ დღეს მას ეგონა,რომ მიწიდან ამომავალ მოსავალს ხედავდა; მეორე დღეს მოეჩვენა,რომ სოკოები იპოვა.”ახლა ხომ გადავრჩებით!” – წამოიძახებდა ხოლმე და ყოველ ღამე დაძინებამდე ბევრჯერ იმეორებდა ამ სიტყვებს.ერთ დილასაც მან გაიღვიძა და თქვა: “ყველაფერი კვდება”. (ავტორი გენია.ჯი)

სკოლაში,სადაც იური ლისენკო სწავლობდა,ერთ გოგოს შიმშილისაგან გული წაუვიდა,თითქოს ჩაეძინა.ოთახში უფროსები შემოცვივდნენ,თუმცა იურიმ იცოდა,რომ გოგონას ვეღარ უშველიდნენ; იცოდა,რომ ის “მოკვდა და მას ისევე დამარხავდნენ სასაფლაოზე,როგორც გუშინ,გუშინწინ და საერთოდ ყოველდღე მარხავდნენ სხვებს”.სხვა სკოლის მოსწავლეებმა ტბორში თევზაობისას თანაკლასელის დასახიჩრებული თავი იპოვეს.მისი მთელი ოჯახი დაღუპულიყო.

მშობლები თავის მოვალეობებს ვერ ასრულებდნენ.ზოგჯერ ქმრების ტკივილნარევი თანხმობის შემდეგ ცოლები პროსტიტუციას ეწეოდნენ ადგილობრივი პარტიის ლიდერებთან ფქვილის სანაცვლოდ.მასობრივმა შიმშილობამ,საუბედუროდ,უკრაინაში კანიბალიზმიც კი წარმოშვა.მშობლები თავიანთ შვილებს სახლში კეტავდნენ,რათა კანიბალების ჯგუფებისაგან დაეცვათ.შიმშილობის პირობებში ოჯახები იხლიჩებოდა,მშობელთა გარკვეული ნაწილი,რაოდენ ამაზრზენიც არ უნდა იყოს,თავიანთ შვილებსაც კი ესხმოდნენ თავს ან შვილები ერთმანეთს.არქივში გვხვდება “ოგეპეუს” ერთ-ერთი თანამშრომლის შემდეგი სახის ჩანაწერი: “ოჯახები თავის ყველაზე სუსტ წევრს,ხშირ შემთხვევაში,ბავშვებს კლავენ და მის ხორცს საჭმელად იყენებენ”.იმ პერიოდში უამრავმა მშობელმა მოკლა და შეჭამა თავისი ბავშვი და საბოლოოდ მაინც შიმშილით მოკვდა.ერთმა დედამ საკუთარი ვაჟი მოხარშა თავისთვის და თავისი ქალიშვილისთვის.ექვსი წლის გოგონას მამა დანით მოკვლას უპირებდა,მაგრამ საბედნიეროდ,მისი სიცოცხლე ნათესავებმა იხსნეს.ერთ ოჯახში რძალი მოკლეს,თავი ღორებს აჭამეს,ხოლო ტანი მოხარშეს.

1933 წელს უკრაინა სავსე იყო ობოლი ბავშვებით.იმ პერიოდში დაფიქსირებულა ისეთი ამაზრზენი და გამაოგნებელი შემთხვევებიც,როდესაც შიმშილისაგან გაველურებულ ბავშვებს საკუთარი განავალიც კი უჭამიათ.

ხარკოვის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე ქალი ყველაფერს აკეთებდა უპატრონო ბავშვების მოსავლელად.როგორც ერთ-ერთი მათგანი იხსენებდა,მათ ობოლთა თავშესაფრის მსგავსი რამ გააკეთეს.მათი პალატა,რა თქმა უნდა,საცოდავ მდგომარეობაში იყო.ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით იხსენებდა: “ბავშვებს გასიებული მუცლები ჰქონდათ იარებითა და ფუფხებით სავსე; ერთი სიტყვით,ტანი გასკდომაზე ჰქონდათ.ჩვენ ისინი გარეთ გაგვყავდა,ზეწრებზე ვსვამდით.გაუთავებლად ტიროდნენ ხოლმე.ერთ დღეს ბავშვები უცნაურად გაჩუმდნენ.გამოვიხედეთ და დავინახეთ,რომ ყველაზე პატარას – პეტრუსს,ჭამდნენ; კანს აძრობდნენ და ჭამდნენ.პეტრუსიც იმავეს აკეთებდა.თავის თავს აცლიდა კანს და ჭამდა,რამდენიც შეეძლო,იმდენს.სხვა ბავშვებმა მის ჭრილობებს პირი მიადეს და სისხლის წოვა დაიწყეს.ჩვენ სასწრაფოდ გამოვაცალეთ პეტრუსი დამშეულ ბავშვებს და მთელი დღე ვტიროდით”.

1933 წელს უკრაინაში გამეფებული კანიბალიზმის ფაქტებს “შიმშილის მეფედ” წოდებული – სტალინის ბრძანებით,განსაკუთრებით მალავდა საბჭოთა ხელისუფლება.თუმცა ფაქტია,რომ უკრაინაში “შავ ბაზარზე” – ადამიანის ხორცი გამოჩნდა.ცოტაც და ის ოფიციალურ ეკონომიკაზეც კი აისახებოდა.მილიცია იძიებდა,ვინმე თუ ყიდდა ხორცს.ყურადღებით ეჭირათ თვალი საყასბოებზეც.სახლის საკვამურიდან ამოსული კვამლი საეჭვო ნიშანი იყო,რადგან ხშირ შემთხვევებში ეს იმას ნიშნავდა,რომ კანიბალები მსხვერპლს ჭამდნენ.მილიცია კვამლს მიჰყვებოდა და კანიბალებს აპატიმრებდა. 1932-1933 წლებში უკრაინაში 2 505 ადამიანი დააკავეს კანიბალიზმის ბრალდებით,თუმცა კანიბალიზმის შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტი იყო.

ერთადერთი ადამიანი,რომელმაც ინგლისურ ენაზე დაწერა უკრაინაში გამეფებული საშინელი შიმშილის შესახებ – გარეტ ჯოუენსი იყო.როდესაც ვენის კარდინალმა – თეოდორ ინიცერმა მოითხოვა მოშიმშილეთათვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა,საბჭოთა ჩინოვნიკებმა მას უხამსად უპასუხეს,რომ საბჭოთა კავშირში არც კარდინალები და არც კანიბალები არ ჰყავდათ. (ავტორი გენია.ჯი)

ერთ-ერთი დემოგრაფიული კვლევის თანახმად საბჭოთა უკრაინაში დაახლოებით 2,5 მილიონი ადამიანი დაიღუპა შიმშილობის შედეგად.დამოუკიდებელი უკრაინის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად კი შიმშილისაგან დაღუპულთა რიცხი 3,9 მილიონს აღწევს. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. პოსტში მოყვანილი მასალები ამოღებულია ტიმოთი სნაიდერის წიგნიდან – “სისხლიანი მიწები”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>