“ცბიერი მეთოდით მოწამვლა”
აქემენიდების დინასტიის წარმომადგენელი სპარსეთის მეფის – არტაქსერქსე II-ის (ძვ.წ.აღ-ით 445-359 წლები) დედას – პარისატიდასა და მის რიგით პირველ მეუღლეს – სტატირას შორის მეტად დაძაბული ურთიერთობა სუფევდა.პარისატიდა ეჭვობდა,რომ მისი რძალი ქმრის ერთგული არ გახლდათ,რამაც რძალ-დედამთილს შორის დიდი მტრობა წარმოშვა. (ავტორი გენია.ჯი) დედამთილის სიძულვილს რძალიც სიძულვილითვე პასუხობდა.ორივე შიშობდა,რომ რომელიმე მათგანს არ დაესწრო და მტრად მოკიდებული ოჯახის წევრი მოწამვლის გზით საიქიოს არ გაესტუმრებინა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მოწამვლისაგან თავის არიდებისა და დაზღვევის მიზნით,ორი ერთმანეთის მოძულე ქალი ერთი თეფშიდან მიირთმევდა დიდი ხნის მანძილზე საჭმელს.ეს კი თავის მხრივ იმის გარანტი იყო,რომ ვერც ერთი მათგანი ვერ გარისკავდა თავისი მოძულის მოწამვლას საკვების მიღების გზით,რადგან ასეთ შემთხვევაში თავადაც სიკვდილისათვის იქნებოდა განწირული.მიუხედავად ამისა,პარისატიდამ მაინც მოახერხა და მოძებნა მეტად ცბიერი გზა რძლის მოწამვლისა: ერთ-ერთი მორიგი სადილობის დროს,სუფრაზე შემოტანილი იქნა შემწვარი წიწილა.პარისატიდამ იგი დანის გამოყენებით ორ ნაწილად (თავისთვის და რძლისთვის) გაჭრა.პირველ ნაწილს თავად დაეუფლა,ხოლო მეორე ნაწილს სტატირა.სადილიდან რამდენიმე საათში,არტაქსერქსე II-ის საყვარელი მეუღლე მედიკოსთა მტკიცებით მოწამვლის შედეგად აღესრულა.როგორც მოგვიანებით გაირკვა,სადილის წინ პარისატიდამ იმ დანის ცალი მხარე,რომლითაც შემწვარი წიწილა გაჭრა,ძლიერმოქმედი შხამით დაამუშავა.სწორედ აღნიშნული მხრით ჩამოჭრილი კერძი ხვდა წილად სტატირას,რასაც მისი სიცოცხლე ემსხვერპლა.აღნიშნული ფაქტი,სპარსთა მეფისათვის მალევე გახდა ცნობილი და განრისხებულმა,დედამისი ბაბილონში გადაასახლა.რამდენიმეწლიანი გადასახლების შემდგომ,პარისატიდა კვლავაც სამეფო სასახლის კარზე დაბრუნდა და ისევ დიდი გავლენა მოიპოვა სპარსთა მბრძანებლის სამეფო კარზე. (ავტორი გენია.ჯი)