იცით თუ არა,რომ
1. იაპონური ეროვნული სპორტის სახეობის – “სუმოს” ნებისმიერი დონის სპორტსმენს,”ამომავალი მზის ქვეყანაში” კატეგორიულად ეკრძალება ავტომობილის მართვა.იმ შემთხვევაში,თუკი აღნიშნული წესი დაარღვია სუმოისტმა,მას დისკვალიფიკაცია არ ასცდება. – (ავტორი გენია.ჯი)
2. წითელ ზღვაში არც ერთი მდინარე არ ჩაედინება.ეს კი თავის მხრივ განაპირობებს წითელი ზღვის წყლის გასაოცარ კრისტალურ სისუფთავეს,რადგან როგორც წესი,მდინარეებს ზღვაში ლამი და ქვიშა ჩააქვთ,რაც წყლის დაბინძურებას იწვევს.
3. ევროპის ჩრდილოეთში მდებარე დანიის სამეფოში დალაქთა უმრავლესობა ემიგრანტია.
4. ერთ-ერთ ვიეტნამურ სინკრეტულ რელიგიურ მიმდინარეობა – კაოდაიში,გენიალური ფრანგი მწერალი და დრამატურგი – ვიქტორ-მარი ჰიუგო – “წმინდანად” არის შერაცხილი.
5. ძველ რომში მედიკოსები პაციენტების ეპილეფსიისაგან განსაკურნებლად გლადიატორების სისხლს იყენებდნენ.
6. მეცნიერთა ვარაუდით,დედამიწამ (წარმოიქმნა დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის უკან) თავისი არსებობის განმავლობაში მინიმუმ ხუთი გამყინვარების პერიოდი გადაიტანა.
7. ლონდონის ფილარმონიის ორკესტრს 50 საათიანი მუხლჩაუხრელი შრომა დასჭირდა იმისათვის,რომ ლონდონში 2012 წელს გასამართ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე 204 ქვეყნის ეროვნული ჰიმნი ჩაეწერა.
8. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი – “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი”,იგივე – ჰონგ-კონგი (7 234 800 მოსახლე),ერთ ნახევარკუნძულსა და 262 კუნძულზეა განთავსებული.
9. მიკრონეზიაში მაცხოვრებელი რამდენიმე ტომის წარმომადგენელი ხალხი,იმისათვის,რომ ბოროტი სულები შეცდომაში შეიყვანონ და ისინი თავიდან აიცილონ,ყოველი ახალი წლის დადგომასთან ერთად ახალ სახელებს ირქმევს. – (ავტორი გენია.ჯი)
10. მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში პირველ ამერიკელ მილიარდერს,მეწარმესა და “გეტის სამხატვრო მუზეუმის” ფუძემდებელს – ჟან პოლ გეტის (1892-1976 წლები),რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,სახლში ფასიანი სატელეფონო-აპარატი ედგა.