კაქტუსი-ოპუნცია – “ეპიზოდი”
1787 წელს ბრაზილიელმა ემიგრანტებმა ავსტრალიის კონტინენტზე შეიტანეს კაქტუსისებრთა ოჯახის მცენარე – ოპუნცია,რომლებიც თავის მხრივ სუკულენტური ბუჩქების,ან იშვიათად,ხეების სახით გვხვდება ბუნებაში.ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამოისობით,ოპუნცია ფართოდ იქნა გავრცელებული მწვანე კონტინენტზე.საყურადღებოა ის გარემოება,რომ აღნიშნულ მცენარეს საკვებად ერთობ ეტანებოდნენ ისეთი შინაური ცხოველები,როგორებიცაა – თხები და ძროხები… (ავტორი გენია.ჯი) ოპუნციას ეკლოვანი გარსი კი მათ კუჭში ილექებოდა,რაც ფატალური შედეგით – სიკვდილით სრულდებოდა.დროის გასვლასთან ერთად,ავსტრალიის მოსახლეობას უდიდეს პრობლემად ექცა ბრაზილიელთა მიერ მწვანე კონტინენტზე ჩატანილი და გავრცელებული ოპუნციის კაქტუსი,რადგან სწორედ მათი გამოისობით ეღუპებოდათ წლების განმავლობაში ათასობით შინაური ცხოველი.ოპუნციისაგან გამოწვეულმა შემაშფოთებელმა მოვლენამ საგონებელში ჩაგდო ქვეყნის ხელისუფლებაც,თუმცა გამოსავალი დიდი ხნის განმავლობაში მაინც არ ჩანდა.. 1925 წელს ავსტრალიის მთავრობამ მეცნიერთა რჩევით მიიღო გადაწყვეტილება,ქვეყანაში სპეციალურად შეეეყვანა არგენტინული კაქტუსის პეპელა,რომელთა მატლები ოპუნციებზე იდებდნენ ბინას და მათივე გარსით იკვებებოდნენ.არგენტინული პეპლის ჭუპრებს სპეციალისტები ვერტმფრენების საშუალებით ავრცელებდნენ იმ რეგიონებში,სადაც განსაკუთრებულად იყო გავრცელებული ოპუნცია.ავსტრალიელთა საბედნიეროდ,აღნიშნული მეთოდი გამართლებული აღმოჩნდა,რადგან 1937 წლისათვის,მწვანე კონტინენტზე ძალიან იკლო ოპუნციის პოპულაციამ და მისი გავრცელება მაქსიმალურ კონტროლს დაექვემდებარა.მოგვიანებით,ავსტრალიელმა ფერმერებმა,კვისლენდის შტატში არგენტინულ პეპელას ძეგლიც კი აუგეს. (ავტორი გენია.ჯი)