მოლიერი – “ეპიზოდი”
1673 წლის 17 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გარდაიცვალა დიდი ფრანგი კომედიოგრაფი,დრამატურგი და თეატრალური მოღვაწე – ჟან-ბატისტ პოლკენი (1622-1673 წლები),იგივე – მოლიერი.მიუხედავად იმისა,რომ მის მიმართ ერთობ ცუდ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა საფრანგეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელთა უდიდესი ნაწილი,მოლიერის შემოქმედებას მაინც დიდ პატივს მიაგებდა პრინცი კონდე. (ავტორი გენია.ჯი) პოლკენის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდგომ,კონდესთან უცნობმა პოეტმა ითხოვა აუდიენცია.მან პრინცს მოლიერის საფლავისათვის დაწერილი ეპიტაფია გააცნო და მისი შეფასება სთხოვა.მეტად უგემოვნო ეპიტაფიის გაცნობამ კონდე იმდენად აღაშფოთა,რომ შეძრწუნებულმა უცნობ პოეტს შესძახა: “ო,ღმერთო ჩემო,ბევრად უმჯობესი იქნებოდა თქვენ კი არ დაგეწერათ მოლიერის საფლავის ეპიტაფია,არამედ პირიქით,მოლიერს დაეწერა თქვენი საფლავის ეპიტაფია!”. – (ავტორი გენია.ჯი)