ერნსტ გლაზერი – “ეპიზოდი”

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას (1941 წელი),ნორვეგიის ქალაქ ბერგენში განთავსებული ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში იმართებოდა “ბერგენის ფილარმონიული ორკესტრის” დაარსებიდან 175 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი,სადაც სოლო გამოსვლა ჰქონდა გერმანიაში დაბადებულ ებრაული წარმომავლობის მქონე დიდ მევიოლინეს – ერნსტ გლაზერსს (1904-1979 წლები).

მოულოდნელად,კონცერტის მიმდინარეობისას დარბაზში ნორვეგიელ ნაცისტთა ჯგუფი შეიჭრა.მათი მიზანი გახლდათ გერმანიიდან ნორვეგიაში გამოქცეული გლაზერის დაკავება და მისი გერმანული საოკუპაციო ხელისუფლებისთვის გადაცემა. (ავტორი გენია.ჯი) ეს ყოველივე კარგად გაათვითცნობიერა ორკესტრის ნორვეგიელმა დირიჟირმა – ჰარალდ ჰეიდემ (1876-1956 წლები),რომელმაც უმალვე შეწყვიტა კონცერტი და ორკესტრს ნორვეგიის ეროვნული ჰიმნის დაკვრა შესთავაზა.ჰიმნის შესრულების დროს არა მხოლოდ კონცერტზე დამსწრე საზოგადოება წამოუდგა ფეხზე ეროვნულ ჰიმნს,არამედ დიდი დაბნეულობა შეიტანა ერნსტის დასაკავებლად მისულ ნორვეგიელ ნაცისტებშიც.შექმნილი სიტუაციით კი კარგად ისარგებლა გლაზერმა და დარბაზიდან მიმალვა მოახერხა (1942 წელს იგი იძულებული იყო შვედეთში გადასულიყო,თუმცა 1945 წელს კვლავაც ნორვეგიაში დაბრუნდა და იქვე განვლო დარჩენილი სიცოცხლის დღენი). – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>