საკვებად ვარგისი დაკრიოდესი
საკვებად ვარგისი დაკრიოდესი – წარმოადგენს დაკრიოდესის გვარის მარადმწვანე და მრავალწლოვან მცენარეს (ხეს) ბურზერასებრთა ოჯახისა.მისი გავრცელების უმთავრესი არეალებია ტროპიკული აფრიკის ტენიანი ეკვატორული ტყეები (ანგოლას დასავლეთიდან ნიგერის ჩრდილოეთამდე და სიერა-ლეონეს დასავლეთიდან უგანდის აღმოსავლეთამდე ტერიტორიები).გარდა ამისა,ინტროდიცირებული და კულტივირებული არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე მალაიზიაში.აღნიშნულ მცენარეს ასევე მოიხენიებენ მეორე სახელწოდებითაც – “აფრიკული მსხალი”.ბუნებრივ პირობებში,საკვებად ვარგისი დაკრიოდესის სიმაღლე 18 მეტრიდან 40 მეტრამდე მერყეობს,ხოლო პლანტაციებში მათი სიმაღლე არაუმეტეს 12 მეტრია. (ავტორი გენია.ჯი) მათი უხეში მერქანი მკრთალი ნაცრისფერი შეფერილობისაა და გამოირჩევა ფისოვანი ზედაპირით.გააჩნიათ 5 – 8 წყვილისაგან შემდგარი რთული აგებულების მქონე ფოთლები. 5 მილიმეტრი დიამეტრის ზომის ყვავილები,რომლებსაც განსაკუთრებით ეტანებიან ფუტკრები – ყვითელი ფერის აქვთ,ხოლო ელიფსის ფორმის მატარებელი 10 – 12 სანტიმეტრი სიგრძის ნაყოფი კი – ლურჯი.საკვებად ვარგისი დაკრიოდესის ნაყოფის მირთმევა შესაძლებელია როგორც უმი სახით,ასევე შემწვარი და მოხარშული სახითაც.საყუარდღებოა ის გარემოება,რომ საკვებად ვარგისი დაკრიოდესის ნაყოფი შეიცავს 48 % ცხიმს და ერთობ მდიდარია სხავადასხვა ვიტამინებით,ტრიგლიცერიდებითა და ამინომჟავით. – (ავტორი გენია.ჯი)