ნილოსის ქორჭილა
ნილოსის ქორჭილა – წარმოადგენს ლატიდაეს ოჯახის სხივფარფლიანი თევზების (ძვლიანი თევზების) ქვეკლასისა და ქორჭილასნაირთა რიგის თევზს.ისინი გავრცელებული არიან ტროპიკული აფრიკის თითქმის ყველა მდინარეში.მათ შორის – ნილოსში,ვოლტაში,სენეგალსა და კონგოში.გარდა ამისა,მათი ხილვა შესაძლებელია ისეთ ტბებში,როგორებიცაა – ვიქტორია,ჩადი,ალბერტი და რუდოლფი. (ავტორი გენია.ჯი) ნილოსის ქორჭილები საკმაოდ დიდი ზომისა და მასის მქონე თევზების ჯგუფია: მათი სიგრძე 2 მეტრამდე მერყეობს,ხოლო წონა 200 კილოგრამამდე (მეთევზეების მიერ დაჭერილი სარეკორდო მასის მქონე ნილოსის ქორჭილას წონა 210 კილოგრამია).გამოირჩევიან მტაცებლური თვისებებით.იკვებებიან სხვადასხვა სახეობის მცირე მოცულობის მქონე თევზებითა და კიბორჩხალებით.მათი სხეულის შეფერილობა არაერთგვაროვანია (შესაძლოა გააჩნდეთ,როგორც ვერცხლისფერი და ღია ვარდისფერი,ასევე მკვეთრი წითელი ფერის მქონე ქერცლი).ახალგაზრდა ასაკის მქონე ნილოსის ქორჭილები ძირითადად წყლის ზედაპირს ეტანებიან და ხოჭოებითა და ქვეწარმავლებით იკვებებიან,ხოლო ზრდასრული ეგზემპლარები შედარებით ღრმა (10 დან 60 მეტრამდე) წყალში ბინადრობას ანიჭებენ უპირატესობას.აფრიკის კონტინენტზე მაცხოვრებელ ხალხში,ნილოსის ქორჭილას ხორცი დიდი პოპულარობით სარგებლობს.გახსნილია მათი გასამრავლებელი სპეციალური მეურნეობები.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ 1950 – 1960-იან წლებში განხორციელებული იქნა ნილოსის ქორჭილას ინტროდუცირება ვიქტორიას ტბაში,რამაც 200-მდე ენდემური სახეობის სხივფარფლიანი თევზის განადგურება გამოიწვია,მათივე მტაცებლური თვისებების გამო. (ავტორი გენია.ჯი)