სუი ვენ-დი – “ეპიზოდი”
როგორც ისტორიული დოკუმენტებიდან დასტურდება,ჩინეთის იმპერატორი და სუის საიმპერატორო დინასტიის ფუძემდებელი – სუი ვენ-დი (541-694 წლები),ერთობ უარყოფითად იყო განწყობილი ისეთი ინტელექტუალური თამაშის მიმართ,როგორც გახლავთ – ჭადრაკი. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ იგი არა მარტო უარყოფითად იყო განწყობილი ამ შესანიშნავი სამაგიდო თამაშის მიმართ და არა მარტო არ იცოდა თამაშის წესები,არამედ ჭადრაკის ფიგურების სახელწოდებებშიაც კი ვერ ერკვეოდა.ერთ დღეს სუი ვენ-დი სრულიად შემთხვევით წაადგა თავზე სასახლის კარზე ჭადრაკის მოთამაშე ორ ქვეშევრდომს,რომელთაგანც ერთ-ერთმა მეფის ფიგურას – იმპერატორი უწოდა.სუი ვენ-დი,რომელიც საკუთარ თავს “ზეციდან მოვლენილ მმართველად” მიიჩნევდა,ისეთ “უბრალო” თამაშში,როგორიც ჭადრაკი გახლდათ,იმპერატორის სახელის საჭადრაკო ფიგურისადმი წოდებამ იმდენად გამოიყვანა წყობილებიდან,რომ უმალვე ბრძანება გასცა ორივე საბრალო მოჭადრაკე სიკვდილით დაესაჯათ,რაც დაუყონებლივ აღარსრულეს კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)