მარი ანტუანეტი – “ეპიზოდი”
1770 წლის 16 მაისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში განთავსებულ ვერსალის დიდებულ სასახლეში ჯვარი დაიწერეს მარი ანტუანეტიმ (1755-1793 წლები) და ლუი XVI-მ.გეგმის მიხედვით,აღნიშნული მოვლენა რამდენიმედღიანი გრანდიოზული ზეიმის ფონზე უნდა წარმართულიყო. (ავტორი გენია.ჯი) ზეიმის კულმინაციის მომენტი 30 მაისს დადგა.მოზეიმე ფრანგი ხალხის უზარმაზარი მასა კონკორდის მოედანზე შეიკრიბა.ისმოდა მუსიკა.მიმდინარეობდა ცეკვები.ღარიბი ფენის მოსახლეობას ქვეყნის ხელისუფლება უფასოდ ურიგებდა პურს,ხორცს,ღვინოსა და სხვა საკვებ პროდუქტებს. (ავტორი გენია.ჯი) მოედანზე შესვლის მსურველთა რაოდენობა იმაზე დიდი იყო,ვიდრე კონკორდის მოედანი იტევდა.ამ გარემოებამ კი სიტუაცია ერთობ დაძაბა.პიროტექნიკური რაკეტების გაშვება,რომელთა ნაწილიც მოზეიმე ხალხში აფეთქდა,უდიდესი პანიკის გამომწვევ მიზეზად იქცა.იმისათვის,რომ პარიზელებს კონკორდის მოედანი როგორმე დაეტოვებინათ,ერთმანეთის მასობრივი გადათელვა დაიწყეს.საბოლოო ჯამში,მარი ანტუანეტისა და ლუი XVI-ს ქორწინებისადმი მიძღვნილ ცუდად ორგანიზებულ და ტრაგედიად ქცეულ საზეიმო ღონისძიებებს – 139 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,ხოლო ასეულობით კი მძიმედ დაშავდა.დაღუპულები დაკრძალული იქნენ წმინდა მადლენის სასაფლაოს საერთო განყოფილებაში.როგორც მრავალი ისტორიკოსი ირწმუნებოდა,სწორედ აღნიშნული მოვლენა იქცა მარი ანტუანეტის მომავლის ერთგვარ წინასწარმეტყველებად და არც შემცდარან,რადგან ტრაგედიიდან 23 წლის გასვლის შემდგომ (1793 წლის 16 ოქტომბერი – 12 საათი და 15 წუთი),საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ჯალათის – შარლ ანრი სანსონის მიერ გილიოტინაზე სიკვდილით დაისაჯა თავად მარი ანტუანეტი.”ბედის ირონიით”,ანტუანეტის უთავო ცხედარიც იმავე სასაფლაოს საერთო ნაწილში იქნა დაკრძალული,სადაც 23 წლის წინათ დაკრძალეს მისივე საქორწინო ზეიმის დროს ტრაგიკულად დაღუპული 139 პარიზელი. (ავტორი გენია.ჯი)