ევეს ხალხის მეფის – ბანსას შესახებ…

აფრიკის კონტინენტზე მდებარე – განის სამხრეთ-აღმოსავლეთით,ტოგოს სამხრეთითა და ბენინში მაცხოვრებელი “ევეს ხალხის” მეფეს წარმოადგენს მეფისათვის მეტად უჩვეულო საქმიანობით დაკავებული მონარქი – ტოგბე ნგორიფია კიფა კოსი ბანსა. 1970 წელს,იგი საკუთარმა ბიძამ (მეფემ) გერმანიაში გაგზავნა სასწავლებლად. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ იქ დაეუფლა ბანსა ავტომექანიკოსის პროფესიას და გადაწყვიტა,რომ ამავე პროფესიით განეგრძო ცხოვრება გერმანიაში.მიუხედავად უმაღლესი საერო ტიტულისა,ახალგაზრდა ასაკში მყოფი ბანსა მეტად მოკრძალებული ცხოვრების წესით გამოირჩეოდა და არად დაგიდევდათ იმას,რომ იგი 3 მილიონამდე ადამიანის მომავალი მეფე უნდა გამხდარიყო.გერმანულ ქალაქ ლუდვიგსჰაფენში დასახლებულმა ბანსამ საკუთარი ავტო-სარემონტო დაწესებულება გახსნა,სადაც დაზიანებულ ავტომობილებს რემონტს თავად უტარებდა.ამავე დროს დაქორწინდა გერმანელ ქალზე,სახელად – გაბრიელაზე.ბანსას ცხოვრება რამდენიმე ხნის განმავლობაში თავის რიტმში მიდიოდა.თუმცა, 1987 წელს,ტოგბემ სამშობლოდან მიიღო ფაქსოგრამა,რომელმაც მის პირად ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოახდინა.აღნიშნული ფასქოგრამიდან ირკვეოდა,რომ ბანსას ბიძა გარდაიცვალა,მმართველისათვის შეუფერებელი თვისების გამო,სამეფო ტახტზე უარი ეთქვა ტოგბეს მამასა და უფროს ძმას (ისინი “ცაციები” გახლდნენ,რაც ევეს ხალხში – “არაწმინდა” თვისებად მიიჩნევა).შესაბამისად,გარდაცვლილი ბიძის მემკვიდრე – ტოგბე ნგორიფია კიფა კოსი ბანსა ხდებოდა. (ავტორი გენია.ჯი)

მას შემდეგ,რაც ბანსა ევეს ხალხის მეფედ იქნა კურთხეული,იგი აქტიურად დაკავდა თავისი ქვეშევრდომების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებით.მიუხედავად იმისა,რომ ტოგბე კვლავაც გერმანიაში აგრძელებდა ცხოვრებას,მას სკაიპის,ელექტრო ფოსტის,ტელეფონისა და ინტერნეტის საშუალებით არასოდეს გაუწყვეტია კონტაქტი მშობელ ხალხთან.იგი,თავის გერმანელ მეუღლესთან ერთად წელიწადში რამდენჯერმე ჩადის აფრიკის კონტინენტზე და უდიდეს როლს თამაშობს ევეს ხალხის განვითარების საქმეში.მისი პირადი ფინანსებით განაში,ბენინსა და ტოგოში აგებული და გახსნილი იქნა რამდენიმე სკოლა,საავადმყოფო,ბიბლიოთეკა,ხიდი,წყალმომარაგების სისტემა და სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულება.იმისათვის,რომ თავისი ხალხისათვის საჭირო ფინანსური რესუსები მოეძია,გერმანიში დაარსა ლუდის მწარმოებელი კომპანია – “აკოსომბო” (თავად არასოდეს სვამს ალკოჰოლურ სასმელს).გარდა ამისა,ფულის სანაცვლოდ,მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სატელევიზიო თოქ-შოუებში.

დღესდღეობით,ევეს ხალხის მეფე კვლავაც ლუდვიგსაფენში ცხოვრობს და ისევ თავის ავტო-სარემონტო დაწესებულებაში დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე შრომობს მუხლჩაუხრელად.შემოსავლების დიდ ნაწილს კი თავისი ხალხის ანგარიშზე რიცხავს. (ავტორი გენია.ჯი)

ტოგბე ნგორიფია კიფა კოსი ბანსა მეფისა და ავტომექანიკოსის ამპლუაში

ტოგბე ნგორიფია კიფა კოსი ბანსა და მისი ოჯახი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>