შვეიცარიის კონფედერაცია – “ეპიზოდი”
დასავლეთ ევროპაში განთავსებულ – შვეიცარიის კონფედერაციაში – ოთხი ოფიციალური ენა მოქმედებს – გერმანული,იტალიური,ფრანგული და რეტორომანული ენები.მიუხედავად ამისა,შვეიცარიაში გამოცემულ საფოსტო მარკებსა თუ მონეტებზე,ქვეყანაში მოქმედი ოთხი ენიდან არც ერთ ენაზე არ არის დატანილი ქვეყნის თანამედროვე სახელწოდება.მათზე დატანილია მხოლოდ და მხოლოდ XVIII საუკუნეში არსებული შვეიცარიის ტრადიციული სახელწოდება – “ჰელვეცია”,რაც თავის მხრივ შვეიცარიის კონფედერაციის პერსონიფიცირებულ სიმბოლოს წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახლავთ ის,რომ შვეიცარიაში მოქმედი ოთხი ოფიციალური ენიდან რომელიმე მათგანს არ მიენიჭოს უპირატესობა.გარდა ამისა,ეს გახლავთ მიზეზი იმისაც,რომ ქვეყნის კოდი გამოისახება არა იტალიური,გერმანული,ფრანგული ან რეტრომანული ანბანებით,არამედ ლათინური ანბანით – CH,რაც თავის მხრივ – Confoederatio Helvetica-ს (შვეიცარიის კონფედერაციას) აღნიშნავს. – (ავტორი გენია.ჯი)