იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – “ეპიზოდი”
გენიალურ გერმანელ მწერალს,პოეტსა და მოაზროვნეს – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს (1749-1832 წლები) ძალიან უყვარდა სეირნობა მდინარე ილმზე მდებარე გერმანული ქალაქის – ვაიმარის პარკში.ერთხელ მორიგი სეირნობის ჟამს,გოეთე ვაიმარის პარკში განთავსებულ საცალფეხო ბილიკზე გადააწყდა ადამიანს,რომელიც მის შემოქმედებას განსაკუთრებით აკრიტიკებდა.როდესაც ისინი ერთმანეთს მიუახლოვდნენ,კრიტიკოსმა იოჰანს ქედმაღლურად მიმართა:
- მე არასოდეს ვუთმობ გზას სულელებს!
- მე კი პირიქით, – მახვილგონივრულად მიუგო გოეთემ კრიტიკოსს და ნაბიჯი განზე გადგა. – (ავტორი გენია.ჯი)