ნიკოლა ბუალო – “ეპიზოდი”

დიდ ფრანგ პოეტთან,კლასიციზმის თეორიტიკოსთან და კრიტიკოსთან - ნიკოლა ბუალოსთან (1636-1711 წლები) ხშირად ერთვებოდა პოლემიკაში აბატობის მოსურნე ერთი ღატაკი სასულიერო პირი.მათ შორის გამართული დიალოგებისას,იგი განსაკუთრებული წინააღმდეგობით გამოდიოდა იმ სასულიერო პირების მიმართ,რომლებისთვისაც ღვთისმსახურებაზე მნიშვნელოვანი ბევრი ფულის გამომუშავება და თავიანთთვის კარგი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა იყო. (ავტორი გენია.ჯი) შენიშნავდა იმასაც,რომ იმ შემთხვევაში,თუკი ის აბატი გახდებოდა,მაქსიმალურად შეეცდებოდა მცირე შემოსავლებს დაყაბულებოდა და სიმდიდრის ტრფიალის ცოდვის ჩადენისგანაც თავი შორს დაეჭირა.რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ,ბუალოს ნაცნობი სასულიერო პირი აბატად აკურთხეს და გასამრჯელოდ იმ პერიოდისათვის საკმაოდ სოლიდური თანხა – 7 000 ფრანკი დაუნიშნეს (რაც არ გაუპროტესტებია).გარდა ოფიციალური გასამრჯელოსი,ერთ დროს ღატაკი სასულიერო პირი სხვა შემოსავლებსაც ღებულობდა ქორწინების,ნათლობის თუ სხვა საეკლესიო წესდების აღსრულებისათვის,რამაც იგი ერთობ გაამდიდრა.

ერთ დღეს,ბუალოს აბატის რანგში ეწვია თავისი ძველი ნაცნობი.

- სად არის ჩვენი ადრეული საუბრები იმ ცდუნებებისა და ცოდვების შესახებ,რომელსაც ასე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდით,წმინდა მამაო? – ირონიულად ჰკითხა ნიკოლამ აბატს.

- ოჰ,ბატონო ბუალო,თქვენ რომ იცოდეთ,რამდენი ფულია საჭირო იმისათვის,რომ კარგად იცხოვროთ,ასეთ შეკითხვას არ დამისვამდით, – უპასუხა აბატმა.

- ვიცი და ეჭვი არ მეპარება,რომ კეთილმოწყობილი ცხოვრების შესაქმნელად კარგი შემოსავლებია საჭირო.მაგრამ იმასაც თუ ამიხსნით,რამდენად განაპირობებს ჩვენი კეთილმოწყობილი ცხოვრება ჩვენივე კარგ სიკვდილს,დიდად მადლობელი დაგრჩებით. – აბატმა ისე დატოვა ნიკოლას ბინა,რომ მის შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>