ფრანსუა მარი არუე – “ეპიზოდი”

გენიალური ფრანგი ფილოსოფოსი,მწერალი და დრამატურგი - ფრანსუა მარი არუე (1694-1778 წლები),იგივე – ვოლტერი,გერმანიის ქალაქ ფილიპსბურგის ალყის დროს დიდი გულისყურით აკვირდებოდა ფრანგული არმიის საალყო საშუალებებს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ფაქტი მხედველობიდან არ გამოპარვია საფრანგეთის არმიის მარშალსა და მხედარმთავარს – ჯეიმზ ფიცჯეიმზს (ბერუიკის პირველი ჰერცოგი).საალყო საშუალებების თვალიერებით გართულ ვოლტერს იგი მოულოდნელად წამოადგა თავს და გულახდილად ჰკითხა:

- ფრონტის წინა ხაზზე განლაგებული სანგრების ხილვასაც ხომ არ ისურვებდით,ბატონო ფრანსუა?

- ო,არა,მარშალო! მე მაქსიმალურად დავიჯაფავ საკუთარ თავს,რათა თქვენს მიერ ჩადენილი გმირობა ავღწერო,მაგრამ თქვენთან გმირობის შეცილებას ნამდვილად არ ვაპირებ, – იუარა მარშალის წინადადებით დამფრთხალმა ვოლტერმა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება