პიერ ოგიუსტ რენუარი – “გასეირნება”
“გასეირნება” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი ფერმწერის,გრაფიკოსისა და სკულპტორის - პიერ ოგიუსტ რენუარის (1841-1919 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების საშუალებით ფრანგული იმპრესიონიზმის სტილში დახატულ შედევრ-სურათს.ტილოს სიმაღლე 81 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე 65 სანტიმეტრია.მასზე მუშაობა მხატვარმა 1870 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი)
სურათის ნატიფად შესრულებულ სიუჟეტში ასახული მწვანეში ჩაფლული ხეების ფონზე წარმოდგენილია სეირნობის პროცესში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი,რომელიც დაბრკოლების გადალახვისას დახმარების მიზნით ხელს უწვდის კლასიკურ სამოსში გამოწყობილ ახალგაზრდა ქალბატონს.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,მამაკაცის მოდელად რენუარმა ინგლისური წარმომავლობის მქონე ცნობილი ფრანგი მხატვარ-პეიზაჟისტი – ალფრედ სისლეი გამოიყენა,ხოლო ქალის ფიგურის მოდელად კი,სახელგანთქმული ფრანგი მეცენატისა და მუსიკოსის – ედმონ მეტრის საყვარელი ქალი,სახელად – რაფა.
1898 წელს,პიერის მიერ დახატული სურათი – “გასეირნება”,გუსტავ გუპის კოლექციაში ინახებოდა.მოგვიანებით,იგი 1 050 ფრანგულ ფრანკად შესყიდული იქნა იმპრესიონისტ ხელოვანებთან დაახლოებული დიდი ფრანგი კოლექციონერის – პოლ დიურან-რიუელის მიერ. 1908 წელს ტილო კვლავ გაიყიდა და ამჯერად მისი მფლობელი გახდა გერმანელი კოლექციონერი – ბერნჰარდ კიოლერი.მისი გარდაცვალების შემდგომ,რენუარის მიერ შექმნილი შედევრი მემკვიდრეობით გადაეცა ბერნჰარდის ვაჟს – ბერნჰარდ კიოლერ-უმცროსს. 1989 წლის აპრილის თვეში British Rail-ის მიერ მოწყობილი აუქციონისას იმპრესიონიზმის სტილში შერულებული ტილო – “გასეირნება” – 17,7 მილიონ ამერიკულ დოლარად შეისყიდა ლოს-ანჯელესში განთავსებულმა – “გეტის მუზეუმმა” (საწყისი ფასი 7,5 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა).აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იმ მომენტისათვის სწორედ აღნიშნული სურათი იქცა ყველაზე ძვირადღირებულ ტილოდ რენუარის შემმოქმედებისა.დღესდღეობით,პიერ ოგიუსტ რენუარის მიერ შექმნილი შედევრი – “გასეირნება”,დაცულია “გეტის მუზეუმში”.რენუარის ამავე სახელწოდების მქონე მეორე სურათი კი (დახატული 1875-76 წლებში) წარმოდგენილია ნიუ-იორკში განთავსებულ “ფრიკის ხელოვნების მუზეუმში”. – (ავტორი გენია.ჯი)