ბროსელიანდის ტყე
ბროსელიანდის ტყე – წარმოადგენს საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბრეტანში (პემპონის კომუნა.ქალაქ რენიდან 30 კილომეტრის მოშორებით) არსებულ იმ ზღაპრულ და მითიურ ტყის მასივს,რომელთანაც დაკავშირებულია შუა საუკუნეების ლეგენდა მეფე ართურზე.გარდა ამისა,იგი მოხსენიებულია გამოჩენილი ფრანგი მწერლისა და კურტუაზიული ლიტერატურის დიდოსტატის – კრეტიენ დე ტრუას (1135-1183 წლები) სარაინდო ჟანრის რომანში – “ივეინი,ანუ მეფე ლომით”. (ავტორი გენია.ჯი) მრავალი ასეული წლის უკან – არმორიკა (ბრეტანის სინონიმური სახელწოდება) რელიქტური ტყით იყო დაფარული.ხელსაყრელმა კლიმატურმა პირობებმა და ნოყიერმა ნიადაგმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ხელი შეუწყო ისეთი სახეობის ხეების მასიურ მომრავლებას,როგორებიცაა – მუხა,ნაძვი,ფიჭვი,წიფელი,წაბლი და სხვა.დროის გასვლასთან ერთად,მიწათმოქმედებისათვის საჭირო მიწებისა და სამშენებლო მასალების მოპოვების მიზნით,დრუიდებმა ტყის ტერიტორიაზე მასობრივად დაიწყეს ასწლოვანი ხეების ჭრა,რასაც სამწუხაროდ,არმორიკას ტყის განადგურება მოჰყვა.თუმცა,ხელუხლებლად იქნა გადარჩენილი სახელოვანი ბროსელიანდის ტყის მასივი.ბრეტანის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული ეს მონაკვეთი შედგება ვაკეებით,ფერიის სარკის და კომპერის ტბებითა და ტყეებით,რომელიც 7 ათას ჰექტარი მიწის ტერიტორიას მოიცავს.იმთავითვე ცნობილია,რომ ტყეები გახლდათ ის ადგილები,სადაც ისტორიის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თავს აფარებდა სხვადასხვა კულტურის მქონე ხალხი და არაერთი არაორდინალური პიროვნება.დაწყებული კელტებიდან დამთავრებული რობინ ჰუდამდე. (ავტორი გენია.ჯი) გადმოცემების თანახმად სწორედ ბროსელიანდის ტყეში ჩაიდინეს მრავალი გმირობები ლეგენდად ქცეულმა ბრიტების ბელადმა ართურმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა “მრგვალი მაგიდის რაინდებმა”.ამავე გადმოცემების მიხედვით აქვე ცხოვრობდა ყველასათვის ცნობილი ჯადოქარი – მერილინი,რომლის საფლავიც დღემდეა შემორჩენილი ბროსელიანდში.
ბროსელიანდის მითიურ ტყეში არსებული სასახლე,სამლოცველო,ასწლოვანი მუხები,საფლავები და რიგი სხვა ობიექტები გაჟღენთილია ერთგვარი მაგიური სულით.სწორედ ბროსელიანდის ტყეში,ბალატონის მუხასთან განხორციელდა ჯადოქარი მერილინისა და ფერია ვივიენის საბედისწერო შეხვედრა.გარდა ამისა,ტყეში განთავსებულია ოქროსფრად შეღებილი წაბლის ხე,ვივიენის სახლი,მონარქების ბაღი,გიგანტების საფლავი,ახალგაზრდობის წყარო,ტრეორენტეკის სამლოცველო და სხვა მეგალითური ქმნილებები,რომლებთანაც მრავალი ლეგენდებია დაკავშირებული.ეს უნიკალური ტყე ათასწლეულების განმავლობაში ერთგულად ინახავს მრავალ ისეთ საიდუმლოს,რომლებიც ადამიანებისათვის დღემდე უცნობია. – (ავტორი გენია.ჯი)
ბროსელიანდის ტყე
ფერიას სარკის ტბა
ოქროს ხე
მერილინის საფლავი
კომპერის სასახლე და ტბა
ახალგაზრდობის წყარო
გილიოტენის მუხა
გიგანტების საფლავი
ვივიენის სახლი
მეფე ართური
მეფე ართური და მრგვალი მაგიდის რაინდები
მერილინი და ვივიენი