პიერ დე კუბერტენი – “ეპიზოდი”
ანტიკური ხანის ოლიმპიური თამაშების საერთაშორისო სპორტული შეჯიბრების სახით აღორძინების ერთ-ერთი უმთავრესი ინიციატორისა და გამოჩენილი ფრანგი მწერლის – პიერ დე კუბერტენის (1863-1937 წლები) უშუალო თანხმობის შედეგად,ოლიმპიურ თამაშებზე (1912-1948 წლებში) სხვადასხვა სახეობის სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულების გარდა,ოლიმპიური მედლებით ჯილდოვდებოდნენ ის არქიტექტორები,სკულპტორები,ლიტერატორები,მხატვრები და მუსიკოსები,რომლებიც გამორჩეულ და ორიგინალურ ქმნილებებს აწარმოებდნენ სპორტულ თემატიკაზე. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,ნიდერლანდელ არქიტექტორს – იან ვილსს ოლიმპიური ოქროს მედალი გადაეცა მის მიერ 1928 წელს დაპროექტებული და აგებული ამსტერდამის ოლიმპიური სტადიონის გამო (პირველი ოლიმპიური სტადიონი ისტორიაში,სადაც აგებული იქნა ოლიმპიური ცეცხლის ასანთებად საჭირო სპეციალური კოშკურა); ამერიკელმა სკულპტორმა – უოლტერ უაინემსმა 1912 წელს ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა ბრინჯაოსაგან დამზადებული ამერიკული ჩორთმავალი ცხენის სკულპტურის დამზადებისათვის; ლუქსემბურგელმა მხატვარმა – ჟან იაკობმა ამავე ხარისხის ორი მედალი მოიპოვა 1924-1928 წლებში სპორტული ღონისძიებებისადმი მიძღვნილი სახვითი ხელოვნების ნიმუშებისათვის და ასე შემდეგ…
1912 წელს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართულ ზაფხულის მეხუთე ოლიმპიურ თამაშებზე,ლიტერატურულ კონკურსში ფსევდონიმით მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა – პიერ დე კუბერტენმა.მის მიერ დაწერილმა ნაწარმოებმა – “ოდა სპორტს”,ავტორს ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,სწორედ კუბერტენს ეკუთვნის დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი გამონათქვამი: “ოლიმპიადები ეხმარებიან კაცობრიობას მშვიდობის შენარჩუნებაში”.