ვიოლინოს სიმები – “ეპიზოდი”
1750 წლისათვის – ვიოლინოს სიმების დასამზადებლად,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,იდეალურ მასალად მიჩნეული გახლდათ – ცხვრის გადამუშავებული ნაწლავები.პირველები,ვინც აღნიშნული მეთოდი გამოიგონა და გამოიყენა – იტალიელები იყვნენ.
ერთ-ერთი გავრცელებული ლეგენდის თანახმად,ცხვრის ნაწლავისაგან სიმის დამზადება გამოგონებული იქნა იტალიურ სოფელ სალეში (ქალაქ პესკარასთან ახლოს) და მისი ავტორი გახლდათ არა ვიოლინოების დამზადების ოსტატი,არამედ უნაგირების დამზადების ოსტატი,სახელად – ერაზმო.აღნიშნულ ლეგენდას ამყარებს ისიც,რომ ორი ასეული წლის განმავლობაში პატარა იტალიური დასახლება სალე – სიმების დამზადების ცენტრად იყო მიჩნეული.თავად ერაზმო წმინდანად იქნა შერაცხილი და იგი დღემდე მიიჩნევა სიმების დამამზადებელი ოსტატების მფარველად.
ვიოლინოს დამზადების ოსტატები ახლად დაკლულ და ჯერ კიდევ თბილ ცხვარს ნაწლავებს აცლიდნენ. (ავტორი გენია.ჯი) შემდგომ მათ საგულდაგულოდ ასუფთავებდნენ და ცივი წყლით რეცხდნენ.ცხვრის გამშრალი ნაწლავების საუკეთესო ნაწილებს კი ზოლებად ჭრიდნენ და სასურველ სისქესა და სიგრძეს აძლევდნენ,რის შემდეგაც მათ ვიოლინოებზე ამაგრებდნენ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ვიოლინოს დამზადების დიდოსტატები იმისათვის,რომ თავიანთი გამოგონება უცხოთაგან დაეცვათ,დიდი ხნის განმავლობაში საგულდაგულოდ მალავდნენ იმ ფაქტს,რომ სიმები ცხვრის ნაწლავებისაგან იყო გაკეთებული და ავრცელებდნენ ხმებს,თითქოს მათ კატის შიგნეულობისაგან აკეთებდნენ (ცნობისათვის,კატის შიგნეულობისაგან არასოდეს დაუმზადებიათ არც ერთი სახეობის მუსიკალური საკრავის სიმი). (ავტორი გენია.ჯი)
1905 და 1933 წლებში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ დასახლება სალე თითქმის მიწასთან გაასწორა,რამაც თავის მხრივ მას სიმების დამზადების ცენტრის ფუნქციაც ჩამოართვა.ამას თან დაერთო ტექნოლოგიების განვითარებაც და უწინდელისაგან განსხვავებით სიმების დამზადება დაიწყეს სხვადასხვა მასალებისგან.მიუხედავად ამისა,ცხვრის გადამუშავებული ნაწლავებისაგან დამზადებული ვიოლინოს სიმებს დღემდე საუკეთესო ხმოვანების მქონე სიმებად მიიჩნევენ მუსიკათმცოდნეები. (ავტორი გენია.ჯი)