იცით თუ არა,რომ

1. ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში მოქმედი კანონის თანახმად,ქუჩის მუსიკოსებს თავიანთ მუსიკალურ რეპერტუარში მინიმუმ 20 სიმღერა უნდა გააჩნდეთ. – (ავტორი გენია.ჯი)

2. პირველი სილიკონის მკერდის იმპლატანტი მედიკოსებმა ძაღლს,სახელად – ესმერალდას ჩაუდგეს.

3. ვატიკანი ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში,სადაც განთავსებული ბანკომატების მოხმარების ინსტრუქცია ლათინურ ენაზეა შედგენილი.

4. XIX საუკუნემდე დიდ ბრიტანეთში მსახიობებს – “ფარისევლებს” უწოდებდნენ.

5. მსოფლიოში სახელგანთქმულ და დიად კომპოზიტორებს შორის ინგლისელი კომპოზიტორი – ედუარდ ელგარი (1857-1934 წლები) ერთადერთი კომპოზიტორი გახლავთ დღემდე,რომელიც ფაგოტის სასულე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის ხელოვნებას ფლობდა.

6. საყოველთაოდ ცნობილი ენერგეტიკული სასმელი – “Red Bull”-ი ერთ-ერთი ტაილანდური ენერგეტიკული სასმელის ბაზაზე ჩამოყალიბდა და მისი თავდაპირველი სახელი გახლდათ – “Red Water Bufalo” (ინგლისური თარგმანით – “წყლის წითელ კამეჩს” აღნიშნავს). – (ავტორი გენია.ჯი)

7. მიუხედავად იმისა,რომ საუდის არაბეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მანდილოსნებს არჩევნებში მონაწილეობის სრული უფლება გააჩნიათ,ისინი მასში მაინც არ იღებენ მონაწილეობას.

8. ყველის ეტიკეტების კოლექციონერს – ტიროსემიოფილს უწოდებენ.

9. სანამ გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ახალ ფეხსაცმელს ჩაიცმევდეს,მანამ იგი ერთ-ერთმა მოსამსახურემ უნდა ჩაიცვას და დარწმუნდეს იმაში,თუ რამდენად პრაქტიკულად მოსახერხებელი იქნება მისი ტარება დედოფლისათვის. – (ავტორი გენია.ჯი)

10. გამოჩენილი ბრიტანელი ინჟინრისა და ავტომწარმოებელი კომპანიის – Rolls Royse Limited-ის ერთ-ერთი დამაარსებლის – სერ ფრედერიკ ჰენრი როისის (1863-1933 წლები) უკანასკნელი სიტყვები გახლდათ: “ბევრად უფრო მეტი დრო უნდა გამეტარებინა კანტორაში”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>