სტოუნჰენჯი – “ეპიზოდი”
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, 1915 წელს გაყიდული იქნა ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში განთავსებული პრეისტორიული პერიოდის მეგალითური მონუმენტი – სტოუნჰენჯი.ეს უნიკალური ისტორიული კომპლექსი 6 600 გირვანქა-სტერლინგად (თანამედროვე კურსით – 777 000 ამერიკული დოლარი) შეიძინა დიდმა ბრიტანელმა მილიონერმა – სერ სესილ ჰერბერტ ედუარდ ჩაბიმ (1876-1934 წლები).საინტერესოა ის გარემოებაც,რომ ინგლისელმა მილიონერმა სტოუნჰეჯი საკუთარ მეუღლეს,მარის უსახსოვრა,თუმცა მას ქმრის მიერ გაკეთებული საოცარი საჩუქარი არ მოეწონა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს გახლდათ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ სტოუნჰენჯის ყიდვიდან სამი წლის გასვლის შემდგომ (1918 წელს),იგი სესილმა სახელმწიფოს აჩუქა იმ პირობით,რომ ძეგლს პირვანდელ სახეს შეუნარჩუნებდნენ და ძეგლით დაინტერესებულ ადამიანებსაც ძეგლის მონახულების თავისუფალი საშუალება ექნებოდათ. (ავტორი გენია.ჯი)
სერ სესილ ჰერბერტ ედუარდ ჩაბი
სერ სესილ ჰერბერტ ედუარდ ჩაბი მეუღლესთან,მარისთან ერთად