ნიკიტა ხრუშჩოვის პასუხი ანონიმ დელეგატს…
როგორც ცნობილია,სტალინის გარდაცვალების შემდგომ საბჭოთა კავშირის უმაღლეს ხელისუფლებაში მეტად ოდიოზური ფიგურა – ნიკიტა ხრუშჩოვი (1894-1971 წლები) მოვიდა.მისი მმართველობა სტალინის ხისტი და დაუნდობელი მმართველობისაგან განსხვავებით,ბევრად რბილი მეთოდებით გამოირჩეოდა: შემცირდა რეპრესიები,გულაგებიდან განთავისუფლებული იქნა ათასობით პატიმარი,მათ შორის პოლიტპატიმრებიც. (ავტორი გენია.ჯი)
1956 წლის 14 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით მოსკოვში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობა გაიმართა.ყრილობის მიმდინარეობისას,საბჭოთა რუსეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში მჯდომ ნიკიტა ხრუშჩოვს დარბაზში მყოფი უცნობი დელეგატისაგან წერილი მიუვიდა: “რატომ დაუშვით რეპრესიები და რატომ არ მიიღეთ არავითარი ზომები მის შესაჩერებლად?” – ეკითხებოდა ანონიმი ავტორი საბჭოთა გენსეკს.მოულოდნელად,ნიკიტა ტრიბუნასთან მივიდა და იმ დელეგატს თხოვა ფეხზე წამომდგარიყო,რომელიც გახლდათ მისდამი მიწერილი წერილის ავტორი.მიუხედავად ხრუშჩოვის თხოვნისა,დარბაზში ფეხზე არავინ წამომდგარა.
” – გეშინიათ,ხომ? აი,ჩვენც გვეშინოდა!” – წარმოთქვა მან და ისევ პრეზიდიუმს დაუბრუნდა. – (ავტორი გენია.ჯი)