ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – “ეპიზოდი”
დადასტურებული ფაქტია,რომ გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი,ვირტუოზი ინსტრუმენტალისტი და დირიჟორი - ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (1756-1791 წლები) – ბილიარდის დიდი მოყვარული იყო და აზარტში შესულს არაერთხელ წაუგია საკმაოდ სოლიდური თანხები საბილიარდოებში. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს,ავსტრიის დედაქალაქ ვენაში განთავსებული საბილიარდოდან მომავალ დამარცხებულ და პირწმინდად გაფცქვნილ მოცარტს,მოწყალების მთხოვნელი მიუახლოვდა და მოწყალების გაღება თხოვა.ვოლფგანგმა ჯიბეები მოიქექა,თუმცა შიგ რომ ფული ვერ იპოვა,ჯიბიდან ფურცელი ამოიღო,რომელზეც სულ რამოდენიმე წუთის განმავლობაში,ნოტების გამოყენებით მცირე ზომის მქონე მუსიკალური ნაწარმოები (მინუეტი) დაწერა და მოწყალების მთხოვნელს გაუწოდა.თან მისცა ის მისამართი,რომელზეც უნდა მიეტანა ექსპრომტად მოფიქრებული მისი მუსიკალური ქმნილება.მოცარტს მოწყალების მთხოვნელმა მისთვის გაუგებარი ნოტებით შედგენილი ფურცელი გამოართვა და იმ მისამართზე მივიდა,რომელიც მოცარტმა მიასწავლა.ღვთის გლახას კარი შუა ხნის მამაკაცმა გაუღო და როდესაც ფურცელზე დაწერილ ნოტებს გაეცნო,აღფრთოვანდა.იგი უმალვე შებრუნდა სახლში და მოწყალების მთხოვნელს 5 ოქროს მონეტა გაუწოდა.ამასთან ერთად,სიხარულით აღსავსე და გაოცებულ გლახას თხოვა,რომ თუკი ამგვარ მუსიკალურ ქმნილებას გადააწყდებოდა სადმე,უმალვე მასთან მიეტანა ოქროს მონეტების სანაცვლოდ. – (ავტორი გენია.ჯი)