“აინზაცგრუპე”-ს შესახებ…
“აინზაცგრუპე” – წარმოადგენდა ფაშისტურ გერმანიაში დაარსებულ უშიშროების პილიციის განკარგულების ქვეშ მყოფ სპეცრაზმს,რომლის ფუძემდებლად მიჩნეულია ჰეინრიხ ჰიმლერის მარჯვენა ხელად წოდებული სს-ის ობერგრუპენფიურერი და პოლიციის გენერალი – რაინჰარდ ტრისტან ოიგენ ჰაიდრიხი (1904-1942 წლები).აღნიშნული სპეცრაზმის მიზანი გახლდათ მესამე რაიხის არმიის მიერ უკვე აღებულ ტერიტორიებზე სამხედრო ოპერაციათა შემდეგ შექმნილი ქაოსის სასტიკი მეთოდებით ჩახშობა.”სიკვდილის ესკადრონად” წოდებული სპეცრაზმი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ეგრეთ წოდებული “ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტაში”. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ნიშანდობლივია,რომ მათ სამიზნეს წარმოადგენდა არა მხოლოდ ებრაელები,არამედ ბოშები,კომუნისტები,პოლიტიკური ინტელიგენცია,წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლები და მათთან ასოცირებული პირები. 1939 წლისათვის ისინი ჰაიდრიხის დაქვემდებარებაში ფუნქციონირებდნენ რაიხის უშიშროების მთავარი ოფისის ხაზით,რომელიც თავის მხრივ აერთიანებდა უშიშროების პოლიციასა და “ზიხერაიცდინსტს”ანუ სდ-ს (სს-ის სადაზვერვო ორგანიზაცია).იმის გამო,რომ “აინზაცგრუპე” ავსტრიაში და ჩეხოსლოვაკიაში შეჭრისას მცირე წინააღმდეგობას წააწყდა,მას ამ ქვეყნებში მასობრივი მკვლელობების ბრძანება არ მიუღია.თუმცა პოლონეთში “აინზაცგრუპეს” ხალხს,როგორც “იდეოლოგიურ ჯარისკაცებს”,ებრძანათ,რომ დამარცხებული მტრის განათლებული კლასები გაენადგურებინათ (გარკვეული თვალსაზრისით,ისინი თავიანთ კოლეგებს ხოცავდნენ: “აინზაცგრუპეს” და “აინზაცკომანდოს” ოცდახუთი მეთაურიდან თხუთმეტი დოქტორის ხარისხს ფლობდა).”ოპერაცია ტანენბერგის” ფარგლებში ჰაიდრიხს სურდა,რომ “აინზაცგრუპეს” საზოგადოების “მაღალი ფენები” დაეხოცა.”მაღალ ფენაში” სამოცდაერთი ათასი პოლონელი მოქალაქე იგულისხმებოდა.როგორც ჰიტლერმა თქვა,”ერის დამონება შესაძლებელია მხოლოდ მისი მაღალი ფენების განადგურების შემდეგ”.ამ დეკაპიტაციის პროექტის საბოლოო მიზანი “პოლონეთის განადგურება” იყო,როგორც ფუნქციური საზოგადოებისა.პოლონელი ინტელიგენციის დახოცვით “აინზაცგრუპე” გეგმავდა,რომ პოლონეთი მიახლოვებოდა გერმანიის რასისტულ ფანტაზიას, და რომ მის საზოგადოებას აღარ დარჩენოდა უნარი ებრძოლა გერმანული მმართველობის წინააღმდეგ. (ავტორი გენია.ჯი)
“აინზაცგრუპეს” ხალხი მოვალეობის შესრულებას ენერგიულად შეუდგა,თუმცა,შეიძლება ითქვას,რომ ისინი გამოცდილებითა და ჩვევებით,ალბათ,საბჭოთა ნკვდ-ს თუ ჩამოუვარდებოდნენ.მოსახლეობის ხოცვისას ისინი მკვლელობების საბაბად პარტიზანებისათვის სამაგიეროს გადახდას თვლიდნენ.”აინზაცგრუპემ” ქალაქ ბუდგოზჩში დაახლოებით ცხრაასი პოლონელი დახოცა.კატოვიცეში კიდევ დამატებით 750 ადამიანი,უმეტესად ქალები და გოგონები,პირდაპირ მოედანზე დახოცეს.მთლიანობაში,”აინზაცგრუპემ”,დაახლოებით ორმოცდაათი ათასი პოლონელი მოქალაქე დახოცა გაურკვეველი მიზეზებით.ყოველ შემთხვევაში,ამ ქმედებას ომთან საერთო არაფერი ჰქონია.თუმცა,როგორც ჩანს,ეს ორმოცდაათი ათასი არაფერ კავშირში იყო იმ სამოცდაერთ ათას “მაღალი ფენის” წარმომადგენლებთან,ვისი დახოცვაც “აინზაცგრუპეს” ჰქონდა დავალებული.ძირითადად,მსხვერპლისთვის სასიკვდილო განაჩენი “აინზაცგრუპეს” ადგილზევე გამოჰქონდა.ნკვდ-სგან განსხვავებით,”აინზაცგრუპე” ზედმიწევნით არ მისდევდა პროტოკოლებს და არც ცნობებს ინახავდა პოლონეთში მათ მიერ დახოცილთა შესახებ.
“აინზაცგრუპე” უფრო წარმატებით ასრულებდა ებრაელთა წინააღმდეგ მიმართულ მისიებს,ვინაიდან ებრაელებს გაცილებით ადვილად ცნობდნენ გარეგნობით.ერთ-ერთ “აინზაცგრუპეს” ჯგუფს დავალებული ჰქონდა,ებრაელები ისე დაეშინებინა,რომ ისინი აღმოსავლეთისკენ გაქცეოდნენ გერმანულ საოკუპაციო ზონას და საბჭოთა ტერიტორიებზე გადასახლებულიყვნენ.ეს შეძლებისდაგვარად 1939 წლის სექტემბერში უნდა განხორციელებულიყო,სამხედრო მოქმედებათა მიმდინარეობის პარალელურად.ასე რომ,მაგალითად,ქალაქ ბედზინში “აინზაცგრუპემ” ცეცხლმტყორცნებით სინაგოგა გადაწვა და ორი დღის განმავლობაში 500 ებრაელი დახოცა.
“აინზაცგრუპები” მოქმედებდნენ არა მხოლოდ პოლონეთში,არამედ დაპყრობილი საბჭოთა კავშირის რეგიონებში,ავსტრიაში,ჩეხოსლოვაკიაში,ნორვეგიაში,საფრანგეთში,ნიდერლანდებში,იუგოსლავიასა და სხვა ქვეყნებში. 1941 წლის “აინზაცგრუპეს” მიერ ნაწარმოები რაპორტების მიხედვით ირკვევა,რომ ჯგუფმა A-მ – 249 420 ებრაელის სიცოცხლე შეიწირა; ჯგუფმა B-მ – 45 467 ებრაელი გაანადგურა; ჯგუფმა C-მ – 95 000 ებრაელი იმსხვერპლა,ხოლო ჯგუფმა D-მ 92 000 ებრაელი მოსრა…
მიუხედავად იმისა,რომ “აინზაცგრუპე” ჰიმლერის პირადი ბრძანებით ანადგურებდა კვალს ებრაელთა მასობრივი მკვლელობებისა,ნიურნბერგის სასამართლო პროცესის ფარგლებში მაინც გაიმართა ეგრეთ წოდებული “ნიურნბერგის პროცესი აინზაცგრუპის საქმის ირგვლივ”,სადაც აღნიშნული სპეცრაზმის ხელმძღვანელობას ბრალი დაედო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში,მასობრივ მკვლელობებსა და სამხედრო დანაშაულში.გასამართლებული იქნა “აინზაცგრუპეს” ოცდაოთხი ხელმძღვანელი პირი,რომელთაც სხვადასხვა ზომის სასჯელები მიესაჯათ. (ავტორი გენია.ჯი)
რაინჰარდ ჰაიდრიხი
“აინზაცგრუპე”-ს მიერ ჩადენილი მხეცური დანაშაულებები