პითოსის შესახებ…
პითოსი – წარმოადგენდა თიხისაგან დამზადებულ სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესანახ დიდი მოცულობის მქონე ძველ ბერძნულ ქვევრს (ჭურჭელს).პითოსებს ელინები მიწაში ფლავდნენ და შიგ ისეთი სახის პროდუქტებს ინახავდნენ,როგორებიცაა – ღვინო,ზეითუნის ზეთი,მარცვლეული,დამარილებული თევზი და სხვა. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი სახის ქვევრები ფართოდ იყო გავრცელებული არა მხოლოდ ძველ საბერძნეთში,არამედ ხმელთაშუაზღვისპირეთის თითქმის ყველა რეგიონში,განსაკუთრებით ეგეოსის ზღვის სანაპიროებზე მაცხოვრებელ სხვადასხვა კულტურის ხალხებში,მათ შორის კუნძულ კრეტაზეც.პითოსის კერამიკული ნაკეთობები ერთობ ჩამოჰგავდნენ ანტიკურ ხანაში გავრცელებულ ამფორებს (ძველ საბერძნეთსა და რომში თიხის ვიწროყელიანი ორყურა დიდი ჭურჭელი ღვინის,ზეთის და სხვა სითხის შესანახად),თუმცა მათგან განსხვავებით,გამოირჩეოდნენ ფართო და განიერი ყელით.გარდა ამისა,პითოსებს ამფორებისაგან განასხვავებდა სახელურების რაოდენობაც (მათ შესაძლოა ჰქონოდათ არა ორი,არამედ ოთხი ან ექვსი სახელურიც კი).საყოველთაოდ გავრცელებული თეორიის თანახმად,ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ცინიკოსი-ფილოსოფოსი – დიოგენე სინოპელი (ძვ.წ.აღ-ით 412-323 წლები) კასრში ცხოვრობდა,თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება,რადგან იმ პერიოდში ძველი ბერძნები არ ფლობდნენ კასრის დამზადების ხელოვნებას.შესაბამისად,დიოგენე არა კასრში,არამედ დიდი მოცულობის მქონე – პითოსში ცხოვრობდა.ასევე გაცნობებთ,რომ “პანდორას ყუთი”-ც პითოსის მსგავს ჭურჭელს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი)
პითოსები
ამფორა
ჯონ უილიამ უოტერჰაუსის სურათზე – “დიოგენე”,თვალნათლივ ჩანს,რომ სინოპელი თიხისაგან დამზადებულ პითოსში (ქვევრში) ცხოვრობდა