პირველი ოლიმპიური თამაშების ისტორიიდან…

როგორც ცნობილია,”პირველი ოლიმპიური თამაშები” ჩატარებული იქნა ძველ ბერძნულ ქალაქ ოლიმპიაში ძვ.წ.აღ-ით 776 წელს.თუმცა საყურადღებოა ის გარემოება,რომ სპორტული,პოლიტიკური და რელიგიური დატვირთვის მქონე პირველ ოლიმპიურ თამაშებში (ისევე,როგორც შემდგომ 12 ოლიმპიადაზე) მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი სპორტული დისციპლინა – “დისტანციაზე სირბილი” იყო ჩართული. (ავტორი გენია.ჯი) გამარჯვებული ხდებოდა ის ათლეტი,რომელიც სტადიონის ერთი თავიდან მეორე თავამდე 192 მეტრი სიგრძის მქონე დისტანციას დაფარავდა ყველაზე სწრაფად.პირველი ოლიმპიური თამაშების პირველი გამარჯვებული გახდა ძველ ბერძენი ათლეტი – კოროიბოს ელიდელი (მისი ერთადერთი ძეგლი აგებული იქნა 1988 წელს კანადის ქალაქ კალგარიში).თავდაპირველად ცხადდებოდა მხოლოდ გამარჯვებულის სახელი,თუმცა მოგვიანებით სპორტსმენები თანმიმდევრობით იქნენ დანომრილნი და უკვე სახელთან ერთად გამარჯვებულის ნომერსაც აცხადებდნენ.საინტერესოა ისიც,რომ ანტიკური ხანის ოლიმპიურ თამაშებზე გარბენისას ერთ-ერთ ათლეტს წელზე გაკეთებული სპეციალური სახვევი გაძვრა.მიუხედავად ამისა,მან შიშვლად განაგრძო სირბილი და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვა.აღნიშნული ფაქტის შემდგომ,ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეები სრულიად შიშვლად გამოდიოდნენ.ისინი მიიჩნევდნენ,რომ შიშვლად ასპარეზობა წარმატების მიღწევის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა.ანტიკური პერიოდის ყველაზე წარმატებულ სპრინტერად აღიარებული იყო დიდი ძველ ბერძენი ათლეტი – ლეონიდე როდოსელი (ცხოვრობდა ძვ.წ.აღ-ით II საუკუნეში),რომელმაც საერთო ჯამში,ოთხ ოლიმპიურ თამაშებში 12 გამარჯვება მოიპოვა.

ძვ.წ.აღ-ით 724 წლიდან რიგით მეთოთხმეტე ოლიმპიურ თამაშებში ჩართული იქნა ორმაგ დისტანციაზე (384 მეტრი) სირბილი (ავტორი გენია.ჯი); ძვ.წ.აღ-ით 720 წელს გამართულ მეთხუთმეტე ოლიმპიურ თამაშებში დაიშვა ეგრეთ წოდებული “გრძელ დისტანციაზე სირბილი” (ათლეტებს 1 344 მეტრი მანძილი უნდა დაეფარათ).ოცდამესამე ოლიმპიურ თამაშებში (ძვ.წ.აღ-ით 688 წელს) დამატებული იქნა მუშტით (პანკრატიონის მსგავსი) ბრძოლა,რომელსაც რიგი წყაროების ცნობით არაერთი მოკრივის სიცოცხლე ემსხვერპლა.კიდევ უფრო მოგვიანებით გამართულ ოლიმპიურ თამაშობებზე კი ჩართული იქნა სხვა სპორტული დისციპლინებიც. (ავტორი გენია.ჯი)

უძველეს ეპოქაში აგებული ოლიმპიის სარბენი ბილიკი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>