მიხეილ ლომონოსოვი – “ეპიზოდი”
მსოფლიო მნიშვნელობის პირველი რუსი სწავლული-ბუნებისმეტყველი,ფიზიკოსი,ქიმიკოსი და ენციკლოპედისტი - მიხეილ ლომონოსოვი (1711-1765 წლები),არა მხოლოდ მეცნიერებით იყო დაკავებული,არამედ მოზაიკური პორტრეტების ხატვითა და ლირიკული პოეზიის ერთ-ერთი ჟანრის – ოდის შექმნითაც იყო გატაცებული. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ,ლომონოსოვმა რუსეთის იმპერატორს – ელისაბედ I-ს ოდა მიუძღვნა.ელისაბედი მიხეილის ოდამ იმდენად აღაფრთოვანა,რომ მას ჰონორარის სახით იმ პერიოდისათვის უზარმაზარი თანხა – 2 000 მანეთი უბოძა.რადგანაც ელისაბედის მმართველობის ჟამს რუსეთის იმპერიაში ქაღალდის ფული არ არსებობდა,ლომონოსოვს ელისაბედის მიერ ნაბოძები 2 000 მანეთი (სპილენძის მონეტების სახით),მისმა ქვეშევრდომებმა ორი ურიკის საშუალებით მიართვეს სახლში. (ავტორი გენია.ჯი)